ვინ აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ში?!

1994 წელს სწორედ ზურაბ ჟვანიას ჩაჰყავს საქართველოს პრეზიდენტი "პეტერსონ ბელქნაფის" სათაო ოფისში, სადაც აცნობს მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხდება, სააკაშვილი კი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ "პეტერსონ ბელქნაფი" აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ი.

საქართველოში აღნიშნული ფირმის წარმომადგენელი იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს ოფიციალური დამფუძნებლები არიან სააკაშვილი და მისი კურსელი კიევის უნივერსიტეტიდან, კონსტანტინე რიჟინაშვილი. საკითხავია, რატომ წაიყვანა "პეტერსონ ბელქნაფმა" სასწავლებლად მაინც და მაინც სააკაშვილი?

ფირმის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია ის სასწავლებლები სადაც მისი პროტეჟეები სწავლობდნენ, ჩამონათვალში არის კოლუმბიის უნივერსიტეტიც, სადაც სააკაშვილმა სამთვიანი კურსები გაირა. აღნიშნული ფირმის საკუთრებად სახელდება ნიუ-იორკის ადვოკატთა ფირმა, სადაც სააკაშვილი "ვითომდა მუშაობდა, სინამდვილეში კი ქართულ პოლიტიკაში ჩასანერგად ამზადებდნენ", _ დასძენენ ჯგუფის წევრები და ჩანერგვის მომენტს ასე აღნიშნავენ: "მიშა სააკაშვილს" არაერთხელ მოუყოლია, როგორ ჩავიდა ჟვანია მასთან ნიუ-იორკში და როგორ სთხოვა "საქართველოს გადასარჩენად" სამშობლოში დაბრუნება და ქართულ პოლიტიკაში გამობრწყინება