მედვედევ-სარკოზის შეთანხმება=სააკაშვილის კაპიტულაციას


2008 წლის რუსეთ-საქართველოს დაპირიპსპირების შესაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტმა 12 აგვისტოს ხელი მოაწერა მედვედევ-სარკოზის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც, ჩემი აზრით, წმინდა წყლის კაპიტულაციაა. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს ხელი მოაწერა მეორე შეთანხმებას, სადაც საუბარია სეპარატისტული რეგიონების სტატუსის განსაზღვრაზე და მათი სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასე, რომ ამ შეთანხმებების ხელმოწერით სააკაშვილმა საკუთარი თავის გადასარჩენად გამოაცხადა კაპიტულაცია.

6+3 მედვედევ-სარკოზის გეგმა

12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეათანხმეს 6 პუნქტიანი გეგმა.

1. არ იქნეს გამოყენებული ძალა.
2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა საომარი მოქმედება
3. ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მისაწვდომობა.
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
5. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იკავებენ საომარი მოქმედების დაწყებამდე არსებულ ხაზს. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს.
6. დაიწყოს საერთაშორისო განხილვა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსის და მათი მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.


ამ გეგმას ხელი მოაწერა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ.

სარკოზის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა გეგმის კორექტირება, კერძოდ, ტექსტიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ პუნქტის ამოღება. სარკოზიმ, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაურეკა დიმიტრი მედვედევს. მედვედევი დათანხმდა სააკაშვილის წინადადებას და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
6. საერთაშორისო გარანტიების შექმნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.


თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ ჩასწორებულ პუნქტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთი შესწორება შეიტანა. კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებებს დაერთო ფრანგული წინდებული “ში”, რაც კარდინალურად ცვლიდა პუნქტის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ ბოლოსართი “ში” მხოლოდ ფრანგულ ტექსტში იყო, რუსულისგან განსხვავებით. (ანუ მიშიკომ თავისებურად წაეშმაკება გადაწყვიტა და სარკოზის ჩააწერინა ფრანგულ ტექსტში, რაც არ იცოდა რუსულმა მხარემ, ასე, რომ მაგ ჩანაწერს იურიდიული ძალა არ აქვს და მაგის გამო დაიდო 3 პუქნტიანი დამატება).


ამასთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეადგინეს 6 პუნქტიანი გეგმის 3 პუნქტიანი დამატება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 8 სექტემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. (და ამის მერე ნუთჲ კიდევ გასარკვევია, ვინ არის მოღალატე და კაპიტულანტი?)

“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა მხარის ვალდებულებას სრული მოცულობით დაიცვან 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმის დებულებები.

1. ძალების გაყვანა – ფოთიდან სენაკის ჩათვლით არსებული ხუთი სადამკვირვებლო პუნქტიდან რუსეთის ყველა სამშვიდობო ძალის გაყვანა მაქსიმუმ შვიდ დღეში, 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიების შესახებ.

სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღის განმავლობაში ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით, რომელიც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა არსებული იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიას წარმოადგენენ.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების დასრულება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე.

2. საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები
გაერო-ს მისიის საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც გააგრძელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობის რაოდენობის და დისლოკაციის სქემის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტირებებისთვის ზიანის გარეშე.

ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც განახორციელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხმისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებული რაოდენობით და დისლოკაციის სქემის შესაბამისად ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტივებისთვის ზიანის გარეშე.

საჭიროა, დაჩქარდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში დამატებითი დამკვირვებლების განთავსების მომზადება იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასანაცვლებლად 2008 წლის 1 ოქტომბრდამდე, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით.

ევროპის კავშირი, როგორც ძალის არგამოყენების პრინციპის გარანტი, აქტიურად ამზადებს დამკვირვებელთა მისიის განთავსებას უკვე არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების დამატებით.

3. საერთაშორისო დისკუსიები.
2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო დისკუსიები დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში. მოსამზადებელი დისკუსიები დაიწყება სექტემბერში.

ეს დისკუსიები მიეძღვნება შემდეგი საკითხების განხილვას: რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ლტოლვილების და გადაადგილებულ პირთა საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო პრინციპების და პოსტკონფლიქტური დარეგულრების პრაქტიკის საფუძველზე, ასევე, ყველა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარის მიერ


ნიკოლა სარკოზის განმარტებით, საერთაშორისო დისკუსიები შედგებოდა ჟენევაში გაეროს ფარგლებში და მიეძღვნებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საერთაშორისო განხილვას.

ამგვარად. 3-პუნქტიანი დამატებითი გეგმამ, ფაქტობრივად, მოახდინა 6-პუნქტიანი გეგმის მე-6 პუნქტის რეანიმირება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საერთაშორისო დისკუსიების წარმოების შესახებ.