ვის ლობირებს სომხური დიასპორა?

"პეტერსონ ბელქნაფი" მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული იურიდიული ფირმაა, რომლის სათავეშიც სომხური დიასპორა გვევლინება. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ფირმის წარმომადგენელი, ვან კრიკონიანია, რომელიც წარსულში გაეროში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო. იგი კოორდინირებას უწევს ფირმის მუშაობას უკრაინასა და ტრანსკავკასიაში. ფირმას დიდი ინვესტიციები აქვს დაბანდებული მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით რუსეთში სადაც მისი პარტნიორები და მეგობრები არიან: ელენა ბონერი, ისააკ ბაბელი, იოსებ ბროდსკი, წარსულში ანდრეი სახაროვიც კი.

ძნელი სათქმელია, საიდან დაიწყო ზურაბ ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობა? სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, ჟვანიას წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა ელენა ბონერთან. ასევე გასათვალისწინებელია ამ ფირმის თანამშრომელთა სომხურ-ებრაული წარმომავლობაც. საგამოძიებო ჯგუფი ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობას ამტკიცებს იმით, რომ 1997 წელს იგი ამ ფირმაში სტუმრად იმყოფებოდა. ინტერნეტ გვერდზე შემონახული ყოფილა მისი სიტყვებიც, რომელიც მას ვახშამზე წარმოუთქვამს და რომელიც საქართველოში დემოკრატიის აყვავებას და სხვა თავის მოსაწონებელ თემებს ეხებოდა.(?!)

"პეტერსონ ბელკნაფის" ინტერესთა სხვა სფეროებშიც აშკარად იკვეთება ჟვანია-სააკაშვილის ინტერესები, რომელიც სხვადასხვა უმსხვილესი საწარმოების გაკოტრებასა და სახელმწიფოსათვის მილიონების დაკარგვას ეხება. ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ჟვანია-სააკაშვილის კლანის მიერ საქართველოდან გაზიდული მილიონები სხვადასხვა ფონდების გავლით უკან გრანტების სახით ბრუნდება და ამ კლანის პოლიტიკურ ინტერესებს ხმარდება.რომელ საწარმოებში აქვთ ჟვანია-სააკაშვილს ფინანსური ინტერესები?

საგამოძიებო ჯგუფის მტკიცებით, მათი ფინასური ინტერესები საქართველოს სამ მსხვილ საწარმოში "ჭიათურმანგანუმში", ზესტაფონის "ფეროსა" და "კვარციტში" გამოიკვეთა. ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ჟვანია სააკაშვილი ლობირებას უწევდნენ ჩეხურ კომპანია "საგაპრინტს", რომელიც თითქოს და ინვესტორის სახით შემოიყვანეს "ჭიათურმანგანუმში". "საგაპრინტთან" და მის ხელმძღვანელთან უშუალო კავშირზე გადიოდნენ ჟვანია-სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი."საგაპრინტის" მუშაობის პერიოდში ჭიათურმანგანუმს დაედო კრედიტორული დავალიანება 10 მილიონ 986 ათას 444 ლარი. საერთოდ კი საწარმომ 19 მილიონ 215 ათას 819 ლარი იზარალა. ეს მაშინ, როცა ამ პერიოდში მას 312 ათასი ლარი მოგება უნდა ჰქონოდა. ეს ზარალი "ჭიათურმანგანუმმა" ხელოვნურად განიცადა. რეალურად ეს თანხები ჟვანია-სააკაშვილის ინტერესებს მოხმარდა."ჭიათურმანგანუმის" ხელოვნურ გაკოტრებაში ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ ინტერესებს ახორციელებდნენ 1. დავით ბეჟუაშვილი (პარლამენტის წევრი, "საქგაზის" ყოფილი დირექტორი); 2. ირაკლი მგალობლიშვილი (საადვოკატო კომპანია "ყიფიანი და მგალობლიშვილის" დამფუძნებელი. ჭიათურმანგანუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე); 3. მიხეილ უკლება (ქონების მართვის ექს-მინისტრი) და სხვები.

ჟურნალისტური ჯგუფის დასკვნით ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ გუნდს განზრახული ჰქონდა "ჭიათურმანგანუმის" გაკოტრების გზით ხელში ჩაგდება, მაგრამ მათი მცდელობა ვერ განხორციელდა. თუმცა, მათ შეძლეს ფირმა "იტერადან" "საქგაზში" მიღებული ფულის გაათმაგება. კონკრეტულად, "იტერადან" "საქგაზში" მიღებული 1 მილიონ 461 ათასი ლარი გადაურიცხეს "საგაპრინტს", საიდანაც ეს თანხა ინვესტიციების სახით ჩაირიცხა "ჭიათურმანგანუმში". ამ ოპერაციის შემდეგ მათ საშუალება მიეცათ პროდუქციის თვითღირებულების გაზრდით და "ჭიათურმანგანუმის" სახელით აღებული კრედიტებით 19 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიეღოთ, რომლის უმეტესი ნაწილი ისევ მგალობლიშვილისა და ბეჟუაშვილზე გავლით მოხმარდა ჟვანია-სააკაშვილს.

"კვარციტში" მამალაძე-სააკაშვილის ინტერესები გადაიკვეთა?

შ.პ.ს. "კვარციტი" ერთადერთი ოქროს მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, აქ ერთმანეთს სააკაშვილისა და ლევან მამალაძის ინტერესები დაეჯახა. ამ კონფლიქტში სააკაშვილმა აშკარად წააგო, რადგან სააკაშვილის ფირმის "ჯი-სი-ჯი"-ს მიერ ლობირებული ავსტრალიური კომპანია "ბოლნისი მაინინგ ოპერეიშენელი", რომელსაც "კვარციტის" 50 პროცენტი ჰქონდა, თამაშგარე დარჩა. ჯერჯერობით `მადნეულსა~ და `კვარციტს~ მამალაძის კლანი ერთპიროვნულად მართავს. თუმცა სააკაშვილის ჯგუფს ბრძოლა არ შეუჩერებია."პეტერსონ ბელქნაფი" და მისი ქართველი მეგობრები ქართული ლითონით და ნედლეულით მეტისმეტად არიან დაინტერესებული, ამ ფაქტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან წიდის გატანაც ადასტურებს.ყველასათვის უცნობი და 2000 ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე "საირხის" ლობირებით, სააკაშვილის კლანმა ორ მილიონ დოლარზე მეტი იშოვა. ერთი ტონა წიდა 80 დოლარად გაყიდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კი 7 მლნ 680 ათასი დოლარი იზარალა. ისინი ხელშეკრულების საფუძველზე ერთ ტონა წიდას 300 დოლარად ყიდდნენ. ამ დროს კი, ფეროს აქციების 75 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნათქვამია დასკვნაში.