აზიის განვითარების ბანკი სომხეთს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს ფოთამდე მისაღწევად

აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორთა საბჭომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის დაფინანსების საკითხი მოიწონა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსი” ავრცელებს.

თანხის მთლიანი მოცულობა 500 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა პირველ ეტაპზე ტრანში სახით ADB-ი 60 მლნ. აშშ დოლარს გამოყოფს. სულ კორიდორის მშენებლობისთვის 964 მლნ. აშშ დოლარია განსაზღვრული, დარჩენილი თანხა სომხეთის ბიუჯეტიდან და სხვა სახსრებიდან დაფინანსდება.

ავტომაგისტრალი სომხეთს ბათუმსა და ფოთთან დააკავშირებს. პროექტის დასრულება 2016 წლისთვის არის ნავარაუდევი.

კრედიტს სომხეთი 32-წლიანი ვადით მიიღებს 8-წლიანი საშეღავათო პერიოდით. პირველ რვა წელზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 1%, ხოლო შემდგომ პერიოდში 1,5% იქნება.