მთავრობა სოფლის მეურნეობის დაფინანსებას წყვეტს და სექტორში უცხოური კრედიტების მოზიდვას გეგმავს

სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2010 წლიდან დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გააქტიურებას გეგმავს.

ამის შესახებ GBC-ის სოფლის მეურნოების მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა დამატებითი თანხები გამოეყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის სექტორის დასაკრედიტებლად.

მინისტრი იმედოვნებს, რომ ფერმერული მეურნეობებისთვის შეღავათიანი კრედიტების, შეღავათიანი პირობებით გაცემა "იაფი კრედიტის" სახელმწიფო პროგრამას ჩაანაცვლებს.

როგორც ცნობილია, 2010 წლის ბიუჯეტში "იაფი კრედიტის" პროგრამის დასაფინანსბელად თანხები გამოყოფილი არ არის.