tag:blogger.com,1999:blog-84703798907331222892024-02-21T04:31:22.902-08:00კარდუს ორდენიკარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comBlogger19125tag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-69806125677409551252010-01-08T00:20:00.000-08:002010-01-08T00:24:06.642-08:00ახალაია მაიორებსაც დაერია
თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია თავის ორ მოადგილესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების დაახლოებით 20-მდე წარმომადგენელს შეხვდა; მათ შორის იყო ასოციაცია ”სამართალი და თავისუფლებას” ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი. ამ შეხვედრის დეტალებზე, პრესა.გე სწორედ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა. მისი განმარტებით, ამგვარი შეხვედრები თავდაცვის მინისტრებმა ტრადიციად აქციეს, რითაც ნატო-ს წინაშე იმის დემონსტრირებას ახდენენ, რომ “აი, ხომ ხედავთ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ სამინისტროში მიმდინარე პროცესებსო...“
სესიაშვილის თქმით, 5 იანვარს გამართულ შეხვედრაზე ახალაიამ სამინისტროში მიმდინარე იმ სიახლეებზე ისაუბრა, რაზეც საუბარი საჭიროდ ჩათვალა - ნომერ პირველი საკითხი იყო რატომ გაათავისუფლეს პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკები.
ირაკლი სესიაშვილი: მეორე თემა იყო სამხედრო აკადემიის საკითხი, მესამე - კადეტთა კორპუსი და მეოთხე - სარეზერვო სამსახური.
რატომ გავათავისუფლე პოლკოვნიკები და ვიცე-პოლკოვნიკებიო?
- “საჭიროზე მეტნი არიან; ბევრმა მათგანმა პოლკოვნიკობა და ვიცე-პოლკოვნიკობა არადამსახურებულად მიიღო; მათი ცოდნის და მომზადების დონე დაბალია; ძალიან დაბალი დონის ტესტები ჩავუტარეთ და იმაზეც კი ვერ გაგვცეს პასუხიო“, - ფაქტობრივად, ეს იყო პასუხი იმაზე, რაც პრესაში გავრცელდა, მათ შორის, თქვენი მეშვეობით (“ახალაიას ჯარისკაციები სასამართლოში იჩივიან“
http://www.presa.ge/index.php?text=news&i=11612).
თუმცა, მინისტრს იმაზე არ უსაუბრია, ჩვენს გაერთიანებულ შტაბში რატომ არის კვალიფიკაციის დონე ძალიან დაბალი; რატომ არ ზრუნავს ამაზე თავდაცვის სამინისტრო (წლების მანძილზე ასე იყო) და ახალი მინისტრი, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც წინა წლებში ხდებოდა და რატომ არ მოითხოვს მისი წინამორბედების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას.
თქვენ დაუსვით ამაზე კითხვები?
- ამ კითხვის დასმას აზრი არა აქვს, რადგან, როგორც წესი, ყველაფერს ოქრუაშვილს აბრალებენ და მისკენ ათითებენ; მათ შორის, სამხედრო აკადემიის გაუქმებასთან დაკავშირებით (4-წლიანი იყო და 1-წლიანი გახადეს), მათ შორის კადეტთა კორპუსის გაუქმებასთან, სამხედრო ბაზების მშენებლობასთან დაკავშირებით. ახლა ხვდებიან, რომ ცხელ წერტილებთან ახლოს, გორში სამხედრო ბაზის და სამხედრო ჰოსპიტალის აშენება შეცდომა იყო. ამაზე მათ შორის ჩვენი ორგანიზაცია წლების მანძილზე წერდა და ეს საკითხი დღემდე არ აღელვებდათ.
ჰკითხეთ იმაზე, ტესტირების დროს პოლკოვნიკებს უწმაწური სიტყვების თქმას რომ აიძულებდნენ?
- მე კითხვები არ დამისვამს. თუმცა, სხვებისგან გარკვეული სახის მინიშნებები იყო.
რატომ არ დასვით კითხვები?
- ჩემი აზრით, ამის გაკეთებას აზრი არ ჰქონდა.
მაშინ რატომ მიხვედით?
- შეხვედრიდან რომ გამოვედი, საკუთარ თავს სწორედ ეგ კითხვა დავუსვი - საერთოდ რას მივდიოდი-მეთქი. თუმცა, ზოგადად პირდაპირი დიალოგი ცუდი არ არის - უშუალოდ მინისტრისგან ისმენ მის პოზიციას, მაგრამ ცუდია, რომ ვერ მოვისმენ მის დამოკიდებულებას იმაზე, წინა წლებში რატომ ხდებოდა ასეთი შეცდომების დაშვება და ამაზე რატომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას.
ძირითადი პრობლემა მდგომარეობს უმაღლეს მთავარსარდალში, პრეზიდენტში, რომელიც წლების მანძილზე თავდაცვის პოლიტიკას აქებს, ისევე, როგორც მინისტრებს, ჯარისკაცებს, ოფიცრებს. ახალი მინისტრი ინიშნება და შემდეგ ძირითადად წინა მინისტრის მიერ განხორციელებული პოლიტიკის კრიტიკა მიდის და ვის დავუსვა შეკითხვა?! ახლა ამ პოლკოვნიკებს რომ გაუშვებენ, მერე ახალი მინისტრი მოვა და იტყვის შეცდომა დავუშვით - ეს პოლკოვნიკები კი არ უნდა გაგვეშვა, უნდა გადაგვემზადებინაო.
შეხვედრაზე მისული 20-მდე ადამიანიდან, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ვინ იყო?
- გია ნოდია, ნიკა ლალიაშვილი, 3-4 სამხედრო ჟურნალისტი... როგორც ჩანს, სამინისტრო უკმაყოფილოა მცირე ბიუჯეტით, რაც მინისტრის განცხადებით, გარკვეული ხარჯების შემცირებას იწვევს. მცირდება სამოქალაქო და სამხედრო მმართველობა. ახალაიას განმარტებით, ყველაფერს ვერ გავაკეთებთ, რადგან ბიუჯეტი არ გვყოფნისო.
ჩემი აზრით, ის ბიუჯეტი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს აქვს, სრულიად საკმარისია, მაგრამ ამაზე მინისტრთან კამათი ძნელია, რამდენადაც ბიუჯეტის ნაწილის ხარჯვის პროცესი საიდუმლოა. ფაქტი ისაა, რომ ძალიან ბევრი სამშენებლო, სარემონტო და სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის (რაც წინა მინისტრების პერიოდში მიმდინარეობდა) განსაზღვრული თანხა გამოთავისუფლებულია. ანუ მათ აღარ სჭირდებათ მუდმივად ახალი სამხედრო ნაწილების მშენებლობა. ამას ისიც ემატება, რომ ჩვენი ჯარი სრულად დაკომპლექტებული არ არის. ამიტომ მცირე ბიუჯეტის არგუმენტი ჩემთვის ჯერჯერობით არადამაჯერებელია.
სარეზერვო სისტემაში ვითარება გაურკვეველია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ გვარდიამ თავის კონცეფცია წარმოადგინა. მერე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა და სულ სხვა კონცეფციაზე ისაუბრა. მინისტრმა თქვა, რომ რაღაცეები კიდევ შევცვალეთ და ბოლომდე ჩამოყალიბებული არა ვართო.
პრობლემა ისაა, რომ წლების მანძილზე არ არსებობდა თავდაცვის განვითარების ერთიანი პოლიტიკა. ყველა მინისტრს ჰქონდა თავისი ხედვა, ყველა მინისტრს ჰყავდა თავისი მმართველი გუნდი, ყველა მინისტრი ფიქრობდა რომ წინა სისტემა არ ვარგოდა, ან წინა მინისტრს ჰქონდა შეცდომები დაშვებული და რამდენადაც ძირითად მათგანს ამ სფეროში განათლება-გამოცდილება არ ჰქონია, თავისი ლოგიკით ცდილობდა აეწყო ახალი თავდაცვის სისტემა. ეს პროცესი დღესაც გრძელდება.
ახლა კადეტთა კორპუსის აღდგენა უნდათ. ჯერ დანგრევა რა იყო და რომ აღადგენ, რისთვის აკეთებ ამას? ვის ბალანსზე უნდა იყოს, ვინ უნდა გადაუხადოს თანხები?! ეს ძალიან მარტივი კითხვებია, რაც მინისტრისთვის არც დამისვამს, რადგან არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ იქ რაიმე ღირებულ საკითხზე შეიძლება კამათი. ტელევიზია რომ აქვს, ”საქართველო”, რომელშიც მილიონობით თანხას იხდის, ვის რაში სჭირდება?! რა შედეგს იძლევა? იქნებ ვიღაცამ დასკვნა დაწეროს, რომ ამ ტელევიზიის არსებობით ქვეყანაში, აი, ეს, ეს, ეს გამოსწორდა.
იცით კონკრეტულად რამდენი იხარჯება ტელევიზიისთის?
- ხარჯებთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მივწერე, რაზეც სტანდარტული პასუხი მოვიდა - “საიდუმლოა“, რაც რეალურად ასე არ არის.
რომელიმე თქვენგანის წინადადება, ან რეკომენდაცია თუ აღმოჩნდა ახალაიასთვის მისაღები?
- როგორც წესი, ძალიან განსხვავებული ინიციატივებია. მაგალითად, თუ სამხედრო აკადემია, ან კადეტთა კორპუსი იხსნება, იქ ექპსერტებს მიეცემათ საშუალება რომ ლექციები ჩაატაროს. ამაზე დაგთანხმდებიან, მაგრამ როგორც კი ეტყვი, ადამიანის უფლებებთან, ან ფინანსებთან დაკავშირებით მონიტორინგის განხორციელება მინდაო, სიტყვა მონიტორინგს, როგორც კი ახსენებ, მაშინვე ელეთ-მელეთი ემართებათ და ყველანაირად ცდილობენ როგორმე ხელი შეგიშალონ.
ასე იყო ყოველთვის და ასეა დღესაც. მინისტრთან შეხვედრა, ლექციის წაკითხვა, ან რაღაც ფურცლებზე მუშაობა პრობლემა არ არის, პირიქით, ეს სჭირდებათ, რამდენადაც შემდეგ ნატო-ს სექტროთან უნდა თქვან, რომ ”აი, ენჯეოს სექტორთან ვთანამშრომლობთ”, ამას ტელევიზიითაც გააშუქებენ - ექსპერტებს ვხდებითო და დამთავრებულია. არასამთავრობო სექტორში ბევრი ისეთი მოიძებნება, რომელიც თავდაცვის მინისტრსაც შეაქებს და თავდაცვის პოლიტიკაზე იტყვის, არაჩვეულებრივი რეფორმები მიმდინარეობსო.
შეცმირების პროცესი გაგრძელდებაო?
- ახლა საუბარია მაიორების, გაერთიანებული შტაბის მოსამსახურეების რიცხოვნობის შემცირებაზე. ეს პროცესი როგორ წარიმართება, მინისტრმა ამაზეც ისაუბრა - ცალკეული დეპარტამენტის თუ ჯეიების (გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ერთეულები) ხელმძღვანელები მიიღებენ გადაწყვეტილებას ვინ დატოვონ, ვინ გაუშვა. ანუ, მმართველი რგოლის შემცირება მიდის არა ტესტირებით, არა ღიად და გამჭირვალედ, არამედ, მათ ხელმძღვანელები შეამცირებენ. როგორც წესი, როგორ ხდება ეს შემცირება - უფროსი ვინც არის, ის ტოვებს თავის ახლობლებს და დანარჩენს უშვებს.
რით აპირებენ შემცირებული ჯარის შევსებას?
- ეს კითხვა ნაწილობრივ დაისვა, რაზეც ასეთი პასუხი იყო - ლეიტნანტს დღეს ვერ გამოვჩეკავთ, ეს გრძელვადიანი პროცესია, სადღაც წელიწადი სჭირდება, რომ ახალი ლეიტენანტი გვყავდესო. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ პასუხისმგებლობას ვინ იღებს იმაზე, რომ თავდაცვის პოლიტიკა ჩამოყალიბებული არ არის, რომელიც მოკლე და გრძელვადიან პერსპექტივაზე შეიძლება გათვალო და ამ გეგმას მიჰყვე?!
რომელიმე თქვენგანმა ისაუბრა იმაზე, რომ პოლიციელების ჯარში გადაყვანას აპირებენ?
- ეს საკითხი არ დასმულა. პირადად მე მაქსიმალურად ვეცადე ხმა არ ამომეღო, მომესმინა, რადგან თავიდანვე გამოჩნდა, რომ ეს იყო საკუთარი პოზიციის ჩვენთვის თავსმოხვევის პოლიტიკა და არ მინდოდა ამ საქმეში ვინმესთვის ხელი შემეწყო. მოვუსმინე და მივხვდი, რაც წინა შემთხვევებში ხდებოდა, იგივე გრძელდება და რაც მთავარია, პოლიტიკა კვლავაც ჩამოუყალიბებელია - მინისტრი ერთს გეუბნება, დეპარტამენტის ხელმძღვანელი მეორეს, მერე პრეზიდენტი რაღაც ღონისძიებაზე გამოვა და სულ სხვა რაღაცას იტყვის.
თავის დროზე კეზერაშვილმა სამინისტროს მმართველობა 700 კაცამდე გაზარდა. ახალაია ამბობს 700 ზედმეტია, 420 კაცი მჭირდება; 16 თანაშემწე ბევრია, ამდენი არაფერში მჭირდებაო. თუ ის ამბობს რომ ეს ცუდიაო, რატომ არ დგება შესაბამისი ხემძღვანელების პასუხისმგებლობა? ის ფინანსები ხომ ჩვენი ჯიბიდან გადავიხადეთ?! თუ ცუდი ოფიცრები გვყავს, მაშინ რატომ გვატყუებს პრეზიდენტი და გვეუბნება - ჩვენი არმია ნებისმიერ საფრთხეს გაუმკლავდებაო? ეს პრობლემა ხომ დღეს არ გაჩენილა?!
გამოდის რომ სააკაშვილი იტყუება და ახალაია სიმართლეს ამბობს?!
- არა, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთმა და არც მეორემ რეალურად არ იცის საიდან უნდა დაიწყონ ქვეყნის თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემის შექმნა. ეს არ იწყება რეზერვის სისტემიდან, ან კადრების ცვლილებიდან. ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის შექმნა იწყება კომპლექსურად, უშიშროების საბჭოდან, რომელმაც პროცესი რეალურად უნდა მართოს, მაგრამ რომელ მინისტრს როგორი ლოგიკური შეხედულება აქვს საკითხისადმი, ისე წყვეტს და რეალურად, შედეგად გვაქვს, ხომ გაგიგიათ, ერეკლეს ხმალიო?!
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-42019099260346185542010-01-07T23:16:00.000-08:002010-01-08T00:25:33.332-08:00საშობაო ეპისტოლე უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II
ქრისტეს მიერ საყვარელო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო მკვიდრნო საქართველოისა და უცხოეთში მცხოვრებნო ჩვენო სულიერო შვილებო!
`ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა~ (ინ. 16,33). `სოფელი ცდილობდა დავეჭირე, მაგრამ ვერ დამიჭირა~ (გრიგოლ სკავაროდა)
რატომ განკაცდა უფალი? და რატომ არის დედამიწაზე მის მოვლინებასთან დაკავშირებით ასეთი დიდი სიხარული? დაუსაბამო იგი ხორციელ იქმნა, რათა ცოდვის მორევში დანთქმული კაცობრიობისათვის ხსნის გზა ეჩვენებინა და ყოფიერების ჭაობში შთაფლულთათვის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა ესწავლებინა; იგი განკაცდა, რომ გვეზეიმა საკუთარ თავზე გამარჯვება და კვლავ მარადიული ნეტარებისა და სიცოცხლის შესაძლებლობა მოგვცემოდა.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისათვის არის ღვთისგან შექმნილი. ამიტომაც ბედნიერებისა და სიამოვნებისაკენ ლტოლვა მისი ბუნებრივი თვისება და სურვილია; ბედნიერება და სიამოვნება კი, სიყვარულს უკავშირდება.
ნებისმიერ პიროვნებას ყველაზე მეტად უყვარს ის, რაც ყველაზე მეტად სურს და ყველაზე მეტად სურს ის, რაც მას ყველაზე მეტ სიამოვნებას, სიხარულსა და ბედნიერებას ანიჭებს.
ვიდრე ადამი და ევა სამოთხეში მყოფობდნენ მათი ნეტარება ღმერთთან კავშირიდან მომდინარეობდა. ღმერთთან უშუალო კავშირი იყო მათი უმთავრესი მოთხოვნილებაც და ბედნიერების წყაროც.
ცოდვით დაცემის შემდგომ კი შეიცვალა მათი ბუნება, აღქმისა და აზროვნების წესი, რადგან უფლის სიყვარულით სავსე მათი გონება, გული და ნება შეიბილწა ბოროტი ძალის დაჯერებით და მისი ნების აღსრულებით.
ამიტომ დაკარგეს ადამმა და ევამ სამოთხე და ღმერთი, როგორც ნეტარების უშრეტი წყარო და მიწიერი ყოფით მიიღეს ის, რაც მათს დაცემულ სულიერ მდგომარეობას შეეფერებოდა. ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანებში გაჩნდა ბედნიერებისა და სიამოვნების მიღების სხვადასხვაგვარი მოთხოვნილებანი, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა, თუმცა უმთავრესი ყოველთვის მაინც იყო სიმდიდრის დაგროვების სურვილი, პატივმოყვარეობა, სიამეთმოყვარეობა, თანამდებობისკენ სწრაფვა, აზარტული თამაშობანი, მრუშობა, სასმელით ან ნარკოტიკით გატაცება და ა.შ.. ამგვარ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება არათუ მარადიულ ნეტარებას ანიჭებს ადამიანს, არამედ ამქვეყნადვე, წუთიერი სიამოვნებების ნაცვლად, სხეულისა და სულის უმძიმეს დაავადებებს იწვევს.
ბრძენს უთქვამს - მსგავსი მსგავსს შეჰხარისო. და მართლაც, ამქვეყნიურ ცხოვრებაშივე ყოველი ადამიანი თავისი ნებით ირჩევს გზას და ისწრაფვის ცათა სასუფევლის ან ბოროტების მეუფებისაკენ.
როგორც წმ. გრიგოლ ნოსელი წერს `კაცი შორის ორთა საქმეთასა არს: ცოდვისა და სათნოებისა~. იგი ან კერპთმსახურია ან ღვთისმსახური, ან სიძვისმოქმედია ან სიწმინდის მატარებელი, სიმართლეს ესწრაფვის ან უსამართლობას, არის ამპარტავანი ან თავმდაბალი. ერთ-ერთის საბოლოო გამარჯვება მეორის უცილობელ მოსპობას ნიშნავს, რადგან `ღმრთისმსახურებისა დამტკიცებაY სიკუდილი არს კერპთმსახურებისაY, ეგრეთვე სიმართლისა მიერ მოიკვლის უსამართლობაY~... და ა.შ.
ყოველი ადამიანი უნდა ეცადოს, ამქვეყნადვე იპოვოს ღმერთი და მისდიოს მის გზას. ეს კი მხოლოდ მაშინ მიიღწევა, თუ უფლის ნებას (რაც მის მცნებებშია განცხადებული) ჩვენი პიროვნული ნებაც შეუერთდება; ანუ, თუ ვიცხოვრებთ სახარებისეულად. ღვთაებრივი და ადამიანური ნების თანხვედრას სინერგია ეწოდება; სწორედ იგია ზეცად აღმყვანებელი უდიდესი ძალა, რომელიც ყველა დაბრკოლებას დაგვაძლევინებს და ამქვეყნადვე გვაგრძნობინებს, რომ `სასუფეველი ჩვენშია~. `ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვოთ, ირეკედთ და განგეღოს თქვენ~, - ბრძანებს მაცხოვარი.
მაგრამ ხშირად ადამიანები, რომლებიც თავს მორწმუნეებად მიიჩნევენ, ვერ აღწევენ იმას, რასაც ლოცვაში ითხოვენ. რატომ ხდება ეს?!
იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: `ითხოვთ და არ გეძლევათ, რადგან ბოროტად ითხოვთ, რათა თქვენი ვნებები დაიკმაყოფილოთ~ (იაკ.4.2). დიახ, ადამიანების ნაწილს მიაჩნია, რომ სწამთ ღმერთი, და ამავე დროს ერთმანეთს ეჯიბრებიან მიწიერი კეთილდღეობის მოსაპოვებლად, ან შურთ, ცილს სწამებენ და განიკითხავენ სხვას, რაც მათს ლოცვას ძალას უკარგავს.
ზოგჯერ, ესა თუ ის პიროვნება, ერთი შეხედვით, მართლაც კარგ საქმეს აღასრულებს: შემოსავლის ნაწილს გასცემს, გაჭირვებულებს ეხმარება, ტაძარსაც აშენებს... მაგრამ თუ ყოველივე ამას თავის გამოსაჩენად აკეთებს და სიკეთით ამპარტავნობს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება უფლისათვის და არც ასეთი ადამიანის ლოცვა შეისმინება. ზემოთქმული ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ღმერთი ამქვეყნიური კეთილდღეობის სრული უარყოფისკენ მოგვიწოდებდეს ყველას. რა თქმა უნდა _ არა, რადგან უფალი ჩვენგან მხოლოდ იმას ითხოვს, რომ არ გავხდეთ ხორციელ მოთხოვნილებათა მონები და მხოლოდ მიწიერი კეთილდღეობა არ იქცეს ჩვენს მამოძრავებელ ძალად; მაგრამ თუ თანამდებობას, ძალაუფლებას, სიმდიდრეს და ჩვენს სხვა შესაძლებლობებს არა საკუთარი `მეს~ წარმოსაჩენად, არამედ უფლის სადიდებლად (რადგან ყოველივე მისგან გვეძლევა) და მოყვასის მსახურებისათვის გამოვიყენებთ, ღვთისსათნოდ ვიცხოვრებთ. წმიდა წერილი გვასწავლის:
`სიყვარული სოფლისაY ამის, მტერობა არს ღმრთისა (იაკ, 44). `ვერვის ხელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად... ვერ ხელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაYსა~ (მთ. 6,24).
მაშ, `დაემორჩილენით ღმერთსა და წინა აღუდექით ეშმაკსა~, მიეახლენით მას და მოგეახლოს თქვენ (იაკ. 4,7).
მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: `ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის~.
დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: `ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) ... მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ~. (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.
შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.
ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.
ეპისტოლეში ასევე მინდა, შევეხო ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ და მტკივნეულ ზოგიერთ სხვა საკითხსაც და, პირველ რიგში, ყურადღებას გავამახვილებ თანამედროვე ადამიანის სულიერ და ინტელექტუალურ მხარეზე. განათლების რეფორმისას დაშვებულმა შეცდომებმა შედეგად მოგვიტანა ის, რომ მოზარდები ცოდნის შეძენის სურვილს უკვე ნაკლებად ამჟღავნებენ. სამეცნიერო მოღვაწეობა კი არაპრესტიჟულად მიაჩნიათ, რადგან ხედავენ რომ ინტელიგენციას სათანადო დაფასება არა აქვს (ისინი ხომ საშუალო ფენის დონეზეც კი ვერ ინახავენ ოჯახს).
ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. მეცნიერების განვითარების გარეშე ქვეყანას არა აქვს მომავალი, რადგან ერის სულიერებისა და განათლებისა ერთ_ერთ უმთავრეს ძალას სწორედ ისინი წარმოადგენენ.
ჩვენ თავს ვხრით და დიდად ვაფასებთ იმ თავდადებას, რომელიც კომუნისტური რეჟიმის პერიოდში გამოიჩინეს ჩვენმა მეცნიერებმა და ათეისტური ყოფის მიუხედავად, შეძლეს ხალხისათვის სწორი ორიენტირების შენარჩუნება.
გავიხსენოთ ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, პავლე ინგოროყვა, დიმიტრი უზნაძე, თედო სახოკია, გრიგოლ ლორთქიფანიძე, შალვა ნუცუბიძე, ივანე ბერიტაშვილი, მაქსიმე შარაძე, ფილიმონ ქორიძე და სხვა მრავალნი. მიუხედავად იმისა, რომ ისინი იყვნენ შევიწროვებულნი, დამცირებულნი და ყოველდღე ელოდნენ დაპატიმრებას..., მათ არა მარტო დაიცვეს, არამედ გაამდიდრეს ჩვენი ეროვნული ფასეულობანი, დაიცვეს როგორც თავისი, ისე ქვეყნის ღირსება.
ჩვენ უნდა გვქონდეს ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომ გავარჩიოთ, რა არის მისაღები და რა უარსაყოფი, გავიაზროთ, როგორ დავძლიოთ ესა თუ ის პრობლემა, რა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ადრე დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და შევძლოთ მომავლის სწორი პროგნოზირება. ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, სკოლაში იყოს ანალიტიკური აზროვნების კურსი, რათა მოზარდი თაობა ადრეული ასაკიდანვე მიეჩვიოს განსჯისა და სწორი ნაბიჯების გადადგმას.
ვფიქრობ, აუცილებელია ისეთი საგნის შემოღებაც, რომელსაც, ძირითადად, აღმზრდელობითი დანიშნულება ექნება. ეს საგანი ისევე უნდა ისწავლებოდეს როგორც სხვა საგნები, მაგ: ისტორია, ფიზიკა, ლიტერატურა, მათემატიკა. . ., რათა მომავალი თაობა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის.
იგი უნდა მოიცავდეს ურთიერთობის კულტურას ოჯახში და ნათესავებთან, ურთიერთობას მეგობრებთან და თანატოლებთან, უფროს და უმცროს თაობასთან, აქ უნდა ისწავლებოდეს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და სუფრასთან ქცევის წესებს, რთული სიტუაციების დაძლევის გზები და, რა თქმა უნდა, ცოდნისა და შრომის სიყვარული.
შრომის გარეშე ცოდნას ვერ შევიძენთ და ვერც მოვიხმართ; შრომის გარეშე ვერ შევქმნით ვერც სახელმწიფოს. ადამიანის ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია როგორც ინტელექტუალური, ისე შემოქმედებითი და ფიზიკური შრომა. თუმცა ზოგიერთს მიაჩნია, რომ ფიზიკური შრომა ამცირებს პიროვნებას. ეს არასწორი შეხედულებაა. იგი ღვთისაგან ადამიანის კეთილდღეობისა და ჯანმრთელობისათვის დადგენილი ცხოვრების წესია.
გარდამავალმა პერიოდმა, რომელიც თითქმის 20 წელია გრძელდება, მრავალი პრობლემის წინაშე დაგვაყენა. განსაკუთრებით ის, რომ ჩვენს წარსულსა და დღევანდელობაზეც ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ძირძველი ქართული მიწები ჩვენი მეზობელი ერების ისტორიული სამკვიდრებელი იყო; და ამით შუღლი და დაპირისპირება ითესება დიდი ხნის მანძილზე მშვიდობითა და ურთიერთგაგებით მცხოვრებ ჩვენს ხალხებს შორის. მაგალითად, ოსები კომპაქტურად არიან დასახლებულნი საქართველოს სხვა და სხვა კუთხეებშიც, და ეს ტერიტორია ისეთივე საქართველოა, როგორც ცხინვალის რეგიონი. ე.წ. სამხრეთ ოსეთი და სხვა ავტონომიებიც კომუნისტური რეჟიმის დროს შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნია.
მიუხედავად მომხდარისა, მჯერა, ქართველები, აფხაზები, ოსები და სხვანი, მკვიდრნი საქართველოისა, იყვნენ და კვლავაც დარჩებიან ძმებად და დადგება ის კურთხეული დღე, როცა ჩვენ ურთიერთს შევუნდობთ ძმათაკვლის ცოდვებს და ერთად ავაგებთ შერიგების ძეგლს, რომელიც იქნება გაფრთხილება მომავალი თაობებისათვის, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს განმეორდეს.
ქართველი ადამიანი ბუნებით მოსიყვარულე და შემწყნარებელია. ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი. ჩვენი ხასიათის ნათელი გამოხატულებაა ვაჟკაცობითა და მებრძოლი სულით განთქმული მხარის, საქართველოს მთიანეთის დიდებული შვილის, ვაჟა-ფშაველას საოცარი სიტყვები:
`ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა, ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა~. დიახ, შინაგანად ასეთია ქართველი კაცი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იგი ოდესმე შეეგუება სამშობლოს ერთიანობის ხელყოფას. სამშობლო დედამიწის ის ადგილია, რომელიც ამა თუ იმ ადამიანს, ამა თუ იმ ერს ღვთის განგებულებით ებოძა.
სამშობლო, რა თქმა უნდა, არის გარკვეულ საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია, ის ბუნება, ის წიაღისეული, ის ფლორა და ფაუნა, რასაც ეს ტერიტორია მოიცავს, მაგრამ სამშობლო არის კიდევ უფრო სხვა... სამშობლო შენი წინაპრების ძვლებით გაპოხიერებული მიწაა, შენი ენით გაჯერებული ჰაერია, შენი გენით, შენი ხასიათით დატვირთული გარემოა. აქ, ამ სივრცეში მყოფობს მთელი ისტორია ერისა და ქვეყნისა, და ეს ყოველივე თითოეულ ჩვენგანთან უხილავი, მაგრამ ძალიან ძლიერი ველით არის დაკავშირებული.
ამიტომაც, სამშობლოს არა აქვს ოდენ მიწიერი, მატერიალური სახე. მის განსაკუთრებულობას დიდად განაპირობებს ისიც, თუ რამდენად მრავალრიცხოვანი წმინდანთა დასი ჰყავს ერს სულიერ მეოხად ღვთის წინაშე. ამ მხრივ, საქართველოს თითქმის ვერავინ შეედრება. სამშობლოსათვის გულანთებული გმირები საქართველოს არასოდეს დაელევა.
ჩვენს ერს ქართული ენის სახით უდიდესი საუნჯე აქვს და მას თითოეული ჩვენგანი უნდა გაუფრთხილდეს; ჩვენს ენაში განცხადებულია ჩვენი ისტორია, ჩვენი მსოფლაღქმა და აზროვნების წესი. ენა არ არის მარტო კომუნიკაციის საშუალება. დააკვირდით, მაგალითად, ასეთ სიტყვებს: წუთისოფელი, სამშობლო, დედამიწა, გარდაცვალება, თავისუფლება, განათლება და სხვა ... თითოეული მათგანი როგორი ფილოსოფიური სიღრმითაა დატვირთული! ქართული ენის სისავსეს, მის დიალექტთა და კილო-კავთა მრავალფეროვნება, ქართველი კაცის განცდის სიღრმე და მდიდარი სულიერი სამყარო განაპირობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სიძველის და საუკუნეთა მანძილზე განცდილი ცვლილებების მიუხედავად, არ გაწყვეტილა კავშირი ძველ და თანამედროვე ქართულ ენას შორის, რაც მის დიდ სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს.
ჰოი ჩვენო ენავ, ჩვენი მწუხარებისა და სიხარულის მესაიდუმლევ, ცისარტყელასავით მშვიდობისმომფენო, მყინვარივით სპეტაკო და თერგივით მშფოთვარევ. ჩვენო ხელთუქმნელო სვეტო, ცამდე ამაღლებულო, საუკუნეთა ქარტეხილში გამოვლილო ლერწამო, საძირკველო და მტკიცე ფუძევ ჩვენო, ჩვენთა საუნჯეთა შემქმნელო და დამცველო, მთების ძლიერებავ, მეფევ და დარაჯო ჩვენი ერის რწმენისა, ერთობისა და მთლიანობისა.
არაერთხელ მოუნდომებია ავისმდომელს შენი შელახვა, შენი მოსპობა. დღესაც, როდესაც ჩვენს წინაშეა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა, თანდათან იზრდება მეორე, არანაკლები საფრთხე ენობრივი დაშლისა; არიან ისეთი ძალები, რომელნიც ნაკლებად მოაზროვნე ადამიანებს უბიძგებენ, რომ ითარგმნოს ბიბლია ან სხვა წიგნები მეგრულად, სვანურად, ლაზურად და მოამზადონ ნიადაგი იმისათვის, რომ ახლო მომავალში ქართული ენის ეს განშტოებანი უკვე ცალკე ენებად გამოაცხადონ. მსოფლიოში ვრცელდება რუქები და კვალიფიკაციები, თითქოს საქართველო აჭარლების, ლაზების, სვანების, მეგრელების, თუშების და სხვათა ხელოვნური გაერთიანებაა, თითქოს ყველას ჩვენ-ჩვენი ენა და კულტურა გვაქვს. ამით უნდათ ჩვენი ერის სხვა და სხვა ეროვნულ გაერთიანებებად წარმოჩენა. აქედან კი სახელმწიფოს დაშლამდე ერთი ნაბიჯია.
კაცობრიობა ახალი ტიპის დაპირისპირებაზე, - ინფორმაციულ ომზე გადავიდა და იგი ძირითადად, მასმედიის საშუალებით ხორციელდება. აშკარაა, რომ ჩვენს წინააღმდეგ სხვა და სხვა მიმართულებით მიმდინარეობს ინფორმაციული ომი და ამ ყოველივეს შესაბამისი საშუალებებითვე უნდა გაეცეს პასუხი. * * * ჩვენი საზოგადოება ეკლესიისგან მრავალწლიანი გაუცხოების შემდეგ კვლავ უბრუნდება რწმენას და ეს ბუნებრივი, თანდათანობითი პროცესია. მართალია, აღდგა გარეგნული სახე ჩვენი ქრისტიანული ცხოვრებისა: აშენდა მრავალი ტაძარი, ეკლესიები გაივსო ხალხით, გამრავლდა სასულიერო პირთა რიცხვი, ჩვეულებად იქცა საეკლესიო წესებისა და საიდუმლოებების აღსრულება (ნათლობა, წესის აგება, ჯვრისწერა, სახლის კურთხევა...), მაგრამ დღეს უკვე აუცილებელია ჩვენი საზოგადოების უფრო სიღრმისეულ სულიერ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენ გამოვედით ეგვიპტიდან - ცოდვის მონობიდან, მაგრამ აღთქმულ მიწაზე, სულიერ იერუსალიმში ჯერ არ შევსულვართ. უდაბნოს გზაზე ჩვენი მსვლელობისას ზოგჯერ თავს იჩენს ცოდვითი ცდომილებანი. ამის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ჯვარდაწერილ წყვილთა ხშირი განქორწინება, ნარკომანია და აბორტი. არ შემიძლია არ შევეხო ახალგაზრდებში გავრცელებულ ერთ მეტად მძიმე სენსაც - ბილწსიტყვაობას; რატომღაც ასეთი მეტყველება მათში კარგ ტონად და ვაჟკაცობად ითვლება. სინამდვილეში კი, ეს არის დაბალი კულტურისა და აზროვნების ადამიანების შინაგანი სამყაროს გამოვლინება. ყმაწვილები ხშირად საკუთარ დედასაც შეურაცხყოფენ და ზოგჯერ ვერც აცნობიერებენ, რას ამბობენ. ეს არის უკიდურესი სიბილწე და უდიდესი ცოდვა, რითაც ადამიანი ეშმაკის თანაზიარი ხდება. საერთოდ, ყოველი სიტყვისათვის ადამიანი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. განსაკუთრებით კი სასტიკად დაისჯებიან მშობლების მაგინებელნი. ეს დანაშაული იმდენად მძიმეა, რომ ძველ აღთქმაში დედ-მამის მხოლოდ ავადმახსენებელნიც კი ქვით იქოლებოდნენ.
მე ვთხოვ ჩვენს ახალგაზრდებს, საერთოდ უარი თქვან ბილწსიტყვაობაზე და განსაკუთრებით კი, დედასთან მიმართებაში. ერთად შევთხოვოთ ღმერთს, მოგვანიჭოს მადლი `უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი, რათა, ღვთის შეწევნით, შევძლოთ ცოდვათაგან გათავისუფლება: `მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ სახიერო სულნი ჩვენნი~. * * * ამ ბრწყინვალე დღეს ყველა ჩვენგანის წინაშე დგას კითხვა: იშვება თუ არა ბეთლემს შობილი მაცხოვარი ჩვენს გულშიც? უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი დაიბადა არა დიდებულ სასახლესა და სამეფო პალატებში, არამედ ყველასგან მიტოვებულ უბრალო ბაგაში და ამით მაგალითი უჩვენა და თავმდაბლობისკენ მოუწოდა მთელ კაცობრიობას. მუდამ უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ `ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო თავმდაბალთ მოსცემს მადლს~. რატომ არის ასე?!
იმიტომ, რომ ადამიანს მხოლოდ საკუთარი ძალით, სიკეთის გაკეთება არ ძალუძს და ამის ნიჭი მას მხოლოდ უფლისაგან ეძლევა. ვინც ასე არ ფიქრობს და წარმატებებს მხოლოდ საკუთარ თავს მიაწერს, ამპარტავნების მორევში იძირება. ღმერთი მას ტოვებს და ის უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ღვთისაგან ჰქონდა ბოძებული, ერთმევა; ამის ნათელი მაგალითია მეფე საული, რომელიც თავიდან თვით უფლისაგან იყო გამორჩეული, მაგრამ საკუთარი ნებით ამპარტავნების ცოდვა დაეუფლა, და ბოლოს, მეფობაც დაკარგა და, მასთან ერთად, ყველაფერიც. საულის მსგავსად, დავით წინასწარმეტყველიც ისრაელის მეფედ იყო დადგენილი, მაგრამ თავისი თავმდაბლობით იგი თაობებისათვის სინანულის მაგალითად დარჩა. ხალხისათვის ყოველთვის ის წინამძღოლია პატივსაცემი და საყვარელი, რომელიც ღირსეულია და თავმდაბალი.
საქართველოს ისტორიაში ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. გავიხსენოთ წმიდა მეფე დავით აღმაშენებელი, თავმდაბლობის ნიმუშია მისი `გალობანი სინანულისანი~. წმიდა თამარი - თავისი ხელსაქმით გლახაკთათვის საზრდელის მიმცემი და დაუცხრომელი ლოცვით სამშობლოს დამცველი მეომრებისათვის შემწე. ბერად შემდგარი ჩვენი დიდებული მეფეები - დემეტრე I, დავით X, თეიმურაზ I... თავმდაბლობით და თავისი უბრალო ცხოვრებით გამორჩეული იყო მეფე ერეკლე II. როდესაც ძალაუფლების და დიდების მწვერვალზე მყოფი ხელისუფალნი თავმდაბლობის ასეთ უჩვეულო მაგალითს გვიჩვენებენ, რამდენად უფრო მეტად გვმართებს ეს ჩვენ?! როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, ძველ აღთქმაში ყველაზე მშვიდი და თავმდაბალი მოსე წინასწარმეტყველი იყო, რომელსაც სწორედ ამ თვისების გამო მიეცა შესაძლებლობა, ჰქონოდა ღმერთთან უშუალო ურთიერთობა; ახალ აღთქმაში და, საერთოდ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანთა შორის ღვთისმშობელია. იგი სიწმინდისა და ამ განსაკუთრებული მადლის გამო შეიქმნა ღირსი გამხდარიყო დედა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი. სამყაროს შემოქმედი - ღმერთი ეტვირთა და წიაღი თვისი ცათა უვრცელეს ეყო. თითოეული ჩვენგანის და საერთოდ, ჩვენი ერის უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გვაკლია თავმდაბლობა და გვგონია, რომ ჩვენი ძალებით, ჩვენი ჭკუითა და უნარით შევძლებთ წარმატებების მიღწევას, რაც მადლის მოპოვებაში ხელისშემშლელ გარემოებად იქცევა. ღმერთის გარეშე თვით ანგელოზებსაც არ ძალუძთ არარა, მითუმეტეს ჩვენ. ამ დიდებულ დღეს მუხლმოდრეკით, უმორჩილესად შევთხოვ ყოვლადწმიდა სამებას, მოგვანიჭოს თავმდაბლობა და თითოეული ჩვენგანის გული ჰყოს ბეთლემის ბაგად, რომელშიც იშვება ღმერთ-კაცი იგი _ იესო ქრისტე. დიდება შენდა, უფალო, მაცხოვარო ჩვენო, რომელი განცდასა ჩვენთა ცოდვათასა მოგვანიჭებ და დაცემულთა აღგვადგინებ! დიდება შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ ჩვენ მადლითა შენითა და გვაზიარებ საუკუნო ნეტარებასა შენსა!
დიდება და მადლობა შენდა, უფალო, რომელი აღგვავსებ სიხარულითა, სიყვარულითა და იმედითა შენითა! გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, შვენიერო შროშანო, რომლისაგან გამობრწყინდების მაცხოვარი. გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების, გიხაროდენ, სიწმიდისა ტაძარო, ძისა შენისა მადლისა მომფენელო. ქართველნო და ყოველნო ერთგულნო მკვიდრნო საქართველოისა! - `ითხოვდით და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოვოთ; ირეკდით და განგეღოს თქუენ" (მათე, 7,7).
არ დაეცეთ, არ შედრკეთ, არ შეუშინდეთ დროს, არ დაკარგოთ იმედი ღვთისა, იმედი მომავლისა; არ დაკარგოთ სიყვარული მოყვასისა; იყავით მოყვარენი შრომისა და ცოდნისა!
`ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა~. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ჩვენთან არს ღმერთი!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-77595366614708502282009-12-30T07:21:00.000-08:002009-12-30T07:23:59.512-08:00მთავრობა სოფლის მეურნეობის დაფინანსებას წყვეტს და სექტორში უცხოური კრედიტების მოზიდვას გეგმავსსოფლის მეურნეობის სამინისტრო 2010 წლიდან დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების გააქტიურებას გეგმავს.
ამის შესახებ GBC-ის სოფლის მეურნოების მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა განუცხადა. მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობა დონორ ორგანიზაციებთან აქტიურად გააგრძელებს მუშაობას, რათა დამატებითი თანხები გამოეყოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სოფლის მეურნეობის სექტორის დასაკრედიტებლად.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ფერმერული მეურნეობებისთვის შეღავათიანი კრედიტების, შეღავათიანი პირობებით გაცემა "იაფი კრედიტის" სახელმწიფო პროგრამას ჩაანაცვლებს.
როგორც ცნობილია, 2010 წლის ბიუჯეტში "იაფი კრედიტის" პროგრამის დასაფინანსბელად თანხები გამოყოფილი არ არის.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-14378532583848023992009-12-30T03:52:00.000-08:002009-12-30T03:56:04.395-08:00სააკაშვილი მედვედევს ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ სეპარატისტებზე თავდაუსხმელობის პირობას აძლევს
Президент Франции Николя Саркози сообщил, что передал президенту РФ Дмитрию Медведеву письмо от президента Грузии Михаила Саакашвили с обязательством неприменения силы в отношении Южной Осетии и Абхазии.
"Я передал президенту Медведеву письмо президента Саакашвили с обязательством не применять силу в Абхазии и Южной Осетии, что соответствует соглашению от 12 августа (план Медведева - Саркози), - сказал Саркози на пресс-конференции по итогам переговоров с российским президентом.
ეს გახლავთ, მიხეილ სააკ...-ის წერილი, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ გადასცა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს. ამ წერილში სააკაშვილიი იღებს ვალდებულებას, რომ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ საქართველო არასოდეს გამოიყენებს სამხედრო ძალას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ.
რა არის ეს თუ არა კაპიტულაცია? სახელმწიფო კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტი ვალდებულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა უზრუნველყოს ნებისმიერი გზით, ჯერ სამშვიდობო და უკიდურეს შემთხვევაში, სამხედრო გზით. სააკ...-ი კი საფრანგეთის პრეზიდენტის მეშვეობით რუსეთის პრეზიდენტს თხოვს, ოღონდ ცეცხლი შეწყვიტე და მე ჩემს კონსტიტუციურ უფლებაზე უარს ვიტყვიო.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-23260226572562365262009-12-30T03:42:00.000-08:002009-12-30T03:48:53.118-08:00მედვედევ-სარკოზის შეთანხმება=სააკაშვილის კაპიტულაციას
2008 წლის რუსეთ-საქართველოს დაპირიპსპირების შესაწყვეტად საქართველოს პრეზიდენტმა 12 აგვისტოს ხელი მოაწერა მედვედევ-სარკოზის გეგმას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც, ჩემი აზრით, წმინდა წყლის კაპიტულაციაა. ამასაც, რომ თავი დავანებოთ, მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა აღიარა, საქართველოს პრეზიდენტმა 8 სექტემბერს ხელი მოაწერა მეორე შეთანხმებას, სადაც საუბარია სეპარატისტული რეგიონების სტატუსის განსაზღვრაზე და მათი სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ასე, რომ ამ შეთანხმებების ხელმოწერით სააკაშვილმა საკუთარი თავის გადასარჩენად გამოაცხადა კაპიტულაცია.
6+3 მედვედევ-სარკოზის გეგმა
12 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეათანხმეს 6 პუნქტიანი გეგმა.
1. არ იქნეს გამოყენებული ძალა.
2. საბოლოოდ შეწყდეს ყველა საომარი მოქმედება
3. ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მისაწვდომობა.
4. საქართველოს შეიარაღებული ძალები უბრუნდებიან მუდმივი დისლოკაციის ადგილს.
5. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები იკავებენ საომარი მოქმედების დაწყებამდე არსებულ ხაზს. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსეთის სამშვიდობო ძალები უზრუნველყოფენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს.
6. დაიწყოს საერთაშორისო განხილვა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მომავალი სტატუსის და მათი მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე.
ამ გეგმას ხელი მოაწერა სერგეი ბაღაფშმა და ედუარდ კოკოითიმ.
სარკოზის თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა მოითხოვა გეგმის კორექტირება, კერძოდ, ტექსტიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკური სტატუსის შესახებ პუნქტის ამოღება. სარკოზიმ, აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაურეკა დიმიტრი მედვედევს. მედვედევი დათანხმდა სააკაშვილის წინადადებას და მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
6. საერთაშორისო გარანტიების შექმნა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
თუმცა, მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ ჩასწორებულ პუნქტში ქართულმა მხარემ კიდევ ერთი შესწორება შეიტანა. კერძოდ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელწოდებებს დაერთო ფრანგული წინდებული “ში”, რაც კარდინალურად ცვლიდა პუნქტის შინაარსს. აღსანიშნავია, რომ ბოლოსართი “ში” მხოლოდ ფრანგულ ტექსტში იყო, რუსულისგან განსხვავებით. (ანუ მიშიკომ თავისებურად წაეშმაკება გადაწყვიტა და სარკოზის ჩააწერინა ფრანგულ ტექსტში, რაც არ იცოდა რუსულმა მხარემ, ასე, რომ მაგ ჩანაწერს იურიდიული ძალა არ აქვს და მაგის გამო დაიდო 3 პუქნტიანი დამატება).
ამასთან დაკავშირებით, დიმიტრი მედვედევმა და ნიკოლა სარკოზიმ შეადგინეს 6 პუნქტიანი გეგმის 3 პუნქტიანი დამატება, რომელსაც სააკაშვილმა ხელი მოაწერა 8 სექტემბერს, ანუ მას შემდეგ, რაც 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. (და ამის მერე ნუთჲ კიდევ გასარკვევია, ვინ არის მოღალატე და კაპიტულანტი?)
“კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ყველა მხარის ვალდებულებას სრული მოცულობით დაიცვან 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმის დებულებები.
1. ძალების გაყვანა – ფოთიდან სენაკის ჩათვლით არსებული ხუთი სადამკვირვებლო პუნქტიდან რუსეთის ყველა სამშვიდობო ძალის გაყვანა მაქსიმუმ შვიდ დღეში, 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიების შესახებ.
სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ზონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების სრული გაყვანა საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ ხაზზე. ეს გაყვანა განხორციელდება 10 დღის განმავლობაში ამ ზონებში საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედების შემდეგ, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით, რომელიც უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2008 წლის 1 ოქტომბრისა არსებული იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტების გათვალისწინებით, რომლებიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების გარანტიას წარმოადგენენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების დისლოკაციის ადგილებში დაბრუნების დასრულება 2008 წლის 1 ოქტომბრამდე.
2. საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმები
გაერო-ს მისიის საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც გააგრძელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობის რაოდენობის და დისლოკაციის სქემის შესაბამისად გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტირებებისთვის ზიანის გარეშე.
ეუთო-ს საერთაშორისო დამკვირვებლები მომავალშიც განახორციელებენ თავიანთ მანდატს თავიანთი პასუხმისმგებლობის რაიონში 2008 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით არსებული რაოდენობით და დისლოკაციის სქემის შესაბამისად ეუთო-ს მუდმივმოქმედი საბჭოს გადაწყვეტილებაში მომავალში შესაძლო კორექტივებისთვის ზიანის გარეშე.
საჭიროა, დაჩქარდეს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში დამატებითი დამკვირვებლების განთავსების მომზადება იმ რაოდენობით, რაც საკმარისი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალების ჩასანაცვლებლად 2008 წლის 1 ოქტომბრდამდე, მათ შორის, ევროპის კავშირის არანაკლებ 200 დამკვირვებლის ჩათვლით.
ევროპის კავშირი, როგორც ძალის არგამოყენების პრინციპის გარანტი, აქტიურად ამზადებს დამკვირვებელთა მისიის განთავსებას უკვე არსებული სადამკვირვებლო მექანიზმების დამატებით.
3. საერთაშორისო დისკუსიები.
2008 წლის 12 აგვისტოს მედვედევ-სარკოზის 6 პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული საერთაშორისო დისკუსიები დაიწყება 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში. მოსამზადებელი დისკუსიები დაიწყება სექტემბერში.
ეს დისკუსიები მიეძღვნება შემდეგი საკითხების განხილვას: რეგიონის სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ლტოლვილების და გადაადგილებულ პირთა საკითხის გადაწყვეტა საერთაშორისო პრინციპების და პოსტკონფლიქტური დარეგულრების პრაქტიკის საფუძველზე, ასევე, ყველა ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეთანხმებული იქნება ორივე მხარის მიერ
ნიკოლა სარკოზის განმარტებით, საერთაშორისო დისკუსიები შედგებოდა ჟენევაში გაეროს ფარგლებში და მიეძღვნებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსის საერთაშორისო განხილვას.
ამგვარად. 3-პუნქტიანი დამატებითი გეგმამ, ფაქტობრივად, მოახდინა 6-პუნქტიანი გეგმის მე-6 პუნქტის რეანიმირება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სტატუსზე საერთაშორისო დისკუსიების წარმოების შესახებ.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-92021663175071902802009-12-30T03:30:00.000-08:002009-12-30T03:31:52.858-08:00ვინ აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ში?!
1994 წელს სწორედ ზურაბ ჟვანიას ჩაჰყავს საქართველოს პრეზიდენტი "პეტერსონ ბელქნაფის" სათაო ოფისში, სადაც აცნობს მიხეილ სააკაშვილს, რის შემდეგაც ჟვანია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ხდება, სააკაშვილი კი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის. აღსანიშნავია ისიც, რომ "პეტერსონ ბელქნაფი" აფინანსებდა სააკაშვილის სამთვიან კურსებს აშშ-ი.
საქართველოში აღნიშნული ფირმის წარმომადგენელი იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს ოფიციალური დამფუძნებლები არიან სააკაშვილი და მისი კურსელი კიევის უნივერსიტეტიდან, კონსტანტინე რიჟინაშვილი. საკითხავია, რატომ წაიყვანა "პეტერსონ ბელქნაფმა" სასწავლებლად მაინც და მაინც სააკაშვილი?
ფირმის ინტერნეტ გვერდზე აღნიშნულია ის სასწავლებლები სადაც მისი პროტეჟეები სწავლობდნენ, ჩამონათვალში არის კოლუმბიის უნივერსიტეტიც, სადაც სააკაშვილმა სამთვიანი კურსები გაირა. აღნიშნული ფირმის საკუთრებად სახელდება ნიუ-იორკის ადვოკატთა ფირმა, სადაც სააკაშვილი "ვითომდა მუშაობდა, სინამდვილეში კი ქართულ პოლიტიკაში ჩასანერგად ამზადებდნენ", _ დასძენენ ჯგუფის წევრები და ჩანერგვის მომენტს ასე აღნიშნავენ: "მიშა სააკაშვილს" არაერთხელ მოუყოლია, როგორ ჩავიდა ჟვანია მასთან ნიუ-იორკში და როგორ სთხოვა "საქართველოს გადასარჩენად" სამშობლოში დაბრუნება და ქართულ პოლიტიკაში გამობრწყინება
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-55798107931746661072009-12-30T03:25:00.000-08:002009-12-30T03:29:24.594-08:00ვის ლობირებს სომხური დიასპორა?
"პეტერსონ ბელქნაფი" მსოფლიოში საკმაოდ ცნობილი და წარმატებული იურიდიული ფირმაა, რომლის სათავეშიც სომხური დიასპორა გვევლინება. ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ფირმის წარმომადგენელი, ვან კრიკონიანია, რომელიც წარსულში გაეროში სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი იყო. იგი კოორდინირებას უწევს ფირმის მუშაობას უკრაინასა და ტრანსკავკასიაში. ფირმას დიდი ინვესტიციები აქვს დაბანდებული მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში, განსაკუთრებით რუსეთში სადაც მისი პარტნიორები და მეგობრები არიან: ელენა ბონერი, ისააკ ბაბელი, იოსებ ბროდსკი, წარსულში ანდრეი სახაროვიც კი.
ძნელი სათქმელია, საიდან დაიწყო ზურაბ ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობა? სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, ჟვანიას წარსულში საკმაოდ თბილი ურთიერთობა ჰქონდა ელენა ბონერთან. ასევე გასათვალისწინებელია ამ ფირმის თანამშრომელთა სომხურ-ებრაული წარმომავლობაც. საგამოძიებო ჯგუფი ჟვანიას ამ ფირმასთან ურთიერთობას ამტკიცებს იმით, რომ 1997 წელს იგი ამ ფირმაში სტუმრად იმყოფებოდა. ინტერნეტ გვერდზე შემონახული ყოფილა მისი სიტყვებიც, რომელიც მას ვახშამზე წარმოუთქვამს და რომელიც საქართველოში დემოკრატიის აყვავებას და სხვა თავის მოსაწონებელ თემებს ეხებოდა.(?!)
"პეტერსონ ბელკნაფის" ინტერესთა სხვა სფეროებშიც აშკარად იკვეთება ჟვანია-სააკაშვილის ინტერესები, რომელიც სხვადასხვა უმსხვილესი საწარმოების გაკოტრებასა და სახელმწიფოსათვის მილიონების დაკარგვას ეხება. ანტიკორუფციული საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ ჟვანია-სააკაშვილის კლანის მიერ საქართველოდან გაზიდული მილიონები სხვადასხვა ფონდების გავლით უკან გრანტების სახით ბრუნდება და ამ კლანის პოლიტიკურ ინტერესებს ხმარდება.რომელ საწარმოებში აქვთ ჟვანია-სააკაშვილს ფინანსური ინტერესები?
საგამოძიებო ჯგუფის მტკიცებით, მათი ფინასური ინტერესები საქართველოს სამ მსხვილ საწარმოში "ჭიათურმანგანუმში", ზესტაფონის "ფეროსა" და "კვარციტში" გამოიკვეთა. ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტებით დგინდება, რომ ჟვანია სააკაშვილი ლობირებას უწევდნენ ჩეხურ კომპანია "საგაპრინტს", რომელიც თითქოს და ინვესტორის სახით შემოიყვანეს "ჭიათურმანგანუმში". "საგაპრინტთან" და მის ხელმძღვანელთან უშუალო კავშირზე გადიოდნენ ჟვანია-სააკაშვილის ნდობით აღჭურვილი პირები დავით ბეჟუაშვილი და ირაკლი მგალობლიშვილი."საგაპრინტის" მუშაობის პერიოდში ჭიათურმანგანუმს დაედო კრედიტორული დავალიანება 10 მილიონ 986 ათას 444 ლარი. საერთოდ კი საწარმომ 19 მილიონ 215 ათას 819 ლარი იზარალა. ეს მაშინ, როცა ამ პერიოდში მას 312 ათასი ლარი მოგება უნდა ჰქონოდა. ეს ზარალი "ჭიათურმანგანუმმა" ხელოვნურად განიცადა. რეალურად ეს თანხები ჟვანია-სააკაშვილის ინტერესებს მოხმარდა."ჭიათურმანგანუმის" ხელოვნურ გაკოტრებაში ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ ინტერესებს ახორციელებდნენ 1. დავით ბეჟუაშვილი (პარლამენტის წევრი, "საქგაზის" ყოფილი დირექტორი); 2. ირაკლი მგალობლიშვილი (საადვოკატო კომპანია "ყიფიანი და მგალობლიშვილის" დამფუძნებელი. ჭიათურმანგანუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე); 3. მიხეილ უკლება (ქონების მართვის ექს-მინისტრი) და სხვები.
ჟურნალისტური ჯგუფის დასკვნით ჟვანია-სააკაშვილის ფინანსურ გუნდს განზრახული ჰქონდა "ჭიათურმანგანუმის" გაკოტრების გზით ხელში ჩაგდება, მაგრამ მათი მცდელობა ვერ განხორციელდა. თუმცა, მათ შეძლეს ფირმა "იტერადან" "საქგაზში" მიღებული ფულის გაათმაგება. კონკრეტულად, "იტერადან" "საქგაზში" მიღებული 1 მილიონ 461 ათასი ლარი გადაურიცხეს "საგაპრინტს", საიდანაც ეს თანხა ინვესტიციების სახით ჩაირიცხა "ჭიათურმანგანუმში". ამ ოპერაციის შემდეგ მათ საშუალება მიეცათ პროდუქციის თვითღირებულების გაზრდით და "ჭიათურმანგანუმის" სახელით აღებული კრედიტებით 19 მილიონ ლარზე მეტი მოგება მიეღოთ, რომლის უმეტესი ნაწილი ისევ მგალობლიშვილისა და ბეჟუაშვილზე გავლით მოხმარდა ჟვანია-სააკაშვილს.
"კვარციტში" მამალაძე-სააკაშვილის ინტერესები გადაიკვეთა?
შ.პ.ს. "კვარციტი" ერთადერთი ოქროს მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ინტერესთა კონფლიქტს შეეწირა. როგორც ჯგუფის წევრები ამბობენ, აქ ერთმანეთს სააკაშვილისა და ლევან მამალაძის ინტერესები დაეჯახა. ამ კონფლიქტში სააკაშვილმა აშკარად წააგო, რადგან სააკაშვილის ფირმის "ჯი-სი-ჯი"-ს მიერ ლობირებული ავსტრალიური კომპანია "ბოლნისი მაინინგ ოპერეიშენელი", რომელსაც "კვარციტის" 50 პროცენტი ჰქონდა, თამაშგარე დარჩა. ჯერჯერობით `მადნეულსა~ და `კვარციტს~ მამალაძის კლანი ერთპიროვნულად მართავს. თუმცა სააკაშვილის ჯგუფს ბრძოლა არ შეუჩერებია."პეტერსონ ბელქნაფი" და მისი ქართველი მეგობრები ქართული ლითონით და ნედლეულით მეტისმეტად არიან დაინტერესებული, ამ ფაქტს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან წიდის გატანაც ადასტურებს.ყველასათვის უცნობი და 2000 ლარიანი საწესდებო კაპიტალის მქონე "საირხის" ლობირებით, სააკაშვილის კლანმა ორ მილიონ დოლარზე მეტი იშოვა. ერთი ტონა წიდა 80 დოლარად გაყიდა. ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანამ კი 7 მლნ 680 ათასი დოლარი იზარალა. ისინი ხელშეკრულების საფუძველზე ერთ ტონა წიდას 300 დოლარად ყიდდნენ. ამ დროს კი, ფეროს აქციების 75 პროცენტი სახელმწიფოს საკუთრებაა, ნათქვამია დასკვნაში.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-54552388150569357172009-12-30T03:20:00.000-08:002009-12-30T03:23:24.999-08:00პეტერსონ ბელქნაფის საცეცები საქართველოში2001 წლის 20 სექტემბერს ჟურნალისტთა ანტიკორუფციული საგამოძიებო ორგანიზაციის ბიუროს დადგენილებისა და კავშირის თავმჯდომარის მითითებით, ჟვანია-სააკაშვილის ფინანსური ინტერესების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა, რომლის ხელმძღვანელობაც ორგანიზაციის აღმასრულებელ მდივანს, დიმიტრი ტიკარაძეს დაევალა.
ჯგუფმა გამოიკვლია ჟვანია-სააკაშვილის გუნდის ინტერესები სამ სტრატეგიულ ობიექტზე: "ჟინვალჰესში", "ჭიათურმანგანუმში", "ფეროშენადნობსა" და "კვარციტში", ასევე მათი კავშირი მსოფლიოში ცნობილ იურიდიულ კომპანია "პეტერსონ ბელქნაფთან". "დოსიე" შეეცადა მათ მიერ პრესაში გამოქვეყნებული მასალები შეეჯერებინა და სრული სურათი წარმოედგინა.
რა აკავშირებთ "ჯი-სი-ჯი"-ს, "პეტერსონ ბელქნაფს" და ჟვანია-სააკაშვილის გუნდს?
იურიდიული ფირმა "ჯი-სი-ჯი" საქართველოში 500-ზე მეტ კომპანიას წარმოადგენს. ის ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კომპანიის "პეტერსონ ბელქნაფის" წარმომადგენელი და ინტერესების დამცველია საქართველოში. "პეტერსონ ბელქნაფის" ინტერესები და მოღვაწეობა მთელს მსოფლიოში საკმაოდ ფართოა, დაწყებული ნავთობისა და გაზის პროექტებიდან, დამთავრებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურებით, ელექტროენერგეტიკითა და ტელეკომუნიკაციებით. იგი ერთ-ერთი აქტიური ფირმაა საქართველოში და წარმოადგენს უდიდესი ინვესტორის ინტერესებს, რომელიც ფოთის პორტის რეაბილიტაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტებშია ჩართული, უდიდეს ნავთობკომპანიას, რომელიც ეწევა სამუშაოებს საზღვაო შელფის ასათვისებლად, ასევე ავსტრალიელ და ამერიკლ ინვესტორებს, რომლებიც აწარმოებენ ინვესტიციებს სამთო-საძიებო და ლითონის დამუშავების სფეროებში და ასევე მუშაობენ სხვა მრავალი ერთობლივი საწარმოს პროექტებზე საქართველოში.
1994 წლის მარტში "პეტერსონ ბელქნაფი" ნიუ-იორკში მასპინძლობდა საქართველოს პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, რომელმაც მადლიერება გამოთქვა იმ მტკიცე მხარდაჭერისათვის, რომელსაც ფირმა ეწეოდა საქართველოს ბიზნესის განვითარებისათვის. "პეტერსონ ბელქნაფსის" პროტეჟე და წარმომადგენელი მიხეილ სააკაშვილი ერთ-ერთი დამფუძნებელია "ჯი-სი-ჯი"-ს იურიდიული ოფისისა კონსტანტინე რიჟინაშვილთან ერთად.
მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილმა წარმატებით დაამთავრა კიევის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების უკრაინული ინსტიტუტი, ხოლო 1994 წელს წარმატებით დაასრულა კოლუმბიის უნივერსიტეტი და გახდა სამართლის მაგისტრი, ამერიკაში სწორედ "ბელქნაფსმა" დაასაქმა იურისტად. 1995 წელს სააკაშვილი პარლამენტარი ხდება და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარედ ირჩევენ. კონსტანტინე რიჟინაშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ამჟამად კი სტენფორდის იურიდიულ სკოლას ამთავრებს. "პეტერსონ ბელქნაფსის" იურისტები ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობენ "ჯი-სი-ჯის"-ს იურიდილ ოფისთან სხვადასხვა პროექტებზე: რეგიონის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის, ოქროს საბადოების ექსკავაციის სამუშაოებზე, ნავთობისა და გაზის პროექტებზე და ასევე მრავალ სხვა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაზე.ეს დოკუმენტი 1997 წელს არის დაწერილი და იგი ფირმის ინტერნეტ გვერდშიც კი იყო 2000 წლის მეორე ნახევრამდე. საქართველოს ნაწილში ფირმის ინფორმაცია იგივეა, ამოღებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გვარი. აქედან გამომდინარე სააკაშვილის ინფორმაციიდან ამოღება ალბათ იმანაც გამოიწვია, რომ აშკარად გამოიკვეთა მისი და მისი ჯგუფის პირდაპირი კავშირი საქართველოს მსხვილ საწარმოებში ფინანსურ ინტერესებთან და გარკვეულ დაკარგულ თანხებთან...
"პეტერსონ ბელქნაფის" საინფორმაციო გვერდში აღარ არის სააკაშვილის გვარი. თუმცა იგი მაინც შემორჩენილია ერთ-ერთ გვერდზე, ფირმის დსთ-ს ქვეყნებსა და ფილიალებში საკონტაქტო პირების ჩამონათვალში. საკონტაქტო პირებად კი საქართველოში მიხეილ სააკაშვილი, კონსტანტინე რიჟინაშვილი და გიორგი ბაზღაძე წერია.საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ სააკაშვილის არც ერთ ოფიციალურ ბიოგრაფიაში ფირმა "ჯი-სი-ჯი"-ს დამფუძნებლობა არსად არ წერია და საერთოდაც ეს ფირმა სააკაშვილის "გამჭირვალე" ცხოვრებაში ნახსენებიც არ არის.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-36022510970022755422009-12-30T03:18:00.000-08:002009-12-30T03:19:49.893-08:00ინტერპრესნიუსი: ადგილობრივების თქმით, ჩინელები ახმეტის ტყეებს ანადგურებენროგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონის სოფელ ფშაველის მოსახლეობამ აცნობა, ჩინელები, რომლებიც ახმეტის და თელავის რაიონებში ტყის ფართობებს ფლობენ, ხე - ტყეს მასობრივად ანადგურებენ.
- ”ჩვენთვის უცნობია აქვთ თუ არა ამის უფლება, მაგრამ მრავალწლოვან ხეებს ჭრიან და მორები მანქანებით გააქვთ. ტყის დიდი ნაწილი ისედაც გაჩეხილია და ვშიშობთ, რომ დარჩენილის გაჩეხვაც სერიოზულად დაგვაზარალებს”, - აღნიშნეს ადგილობრივებმა.
მათივე თქმით, ჩინელები ხე - ტყის ნაწილს სოფელ ფშაველში მდებარე დამამუშავებელ კომბინატში ამუშავებენ, რომელიც კომპანია ”ყაზბეგის” გენერალურ დირექტორს გოგი თოფაძეს და მის ბიზნესპარტიონრს, ამჟამად პატიმრობაში მყოფს ლუკა რამაზაშვილს ეკუთვნით.
თოფაძე ადასტურებს, რომ ხე - ტყის გადამამუშავებელი საწარმო ჩინელებს მიაქირავა. ”საწარმოს მუშაობის საშუალება არ მოგვცეს და კომბინატი ჩინელებს ამიტომ მივაქირავეთ”, - ამბობს თოფაძე.
ხე-ტყის მასობრივად ჩეხვის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროში არ ადასტურებენ.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-82912989484065045802009-12-30T02:00:00.000-08:002009-12-30T02:01:19.009-08:00საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8397.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინასაქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 2009 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 8397.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა; აქედან 2658.2 მლნ აშშ დოლარი სამთავრობო სექტორის ვალი იყო (31.7%), 927.2 მლნ აშშ დოლარი (11.0%) – ეროვნული ბანკის, 1549.1 მლნ აშშ დოლარი (18.4%) – საბანკო სექტორის, 1214.2 მლნ აშშ დოლარი (14.5%) – სხვა სექტორების და 2048.7 მლნ აშშ დოლარი (24.4%) – კომპანიათაშორისი ვალი. მთლიანი საგარეო ვალის 95.3 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.
2009 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი გაიზარდა 617.0 მილიონი აშშ დოლარით, აქედან 332.5 მილიონი სამთავრობო სექტორზე მოდის. მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნული ბანკის უცხოური ვალდებულებები, დაახლოებით 280 მლნ აშშ დოლარით. ასევე მოიმატა სხვა სექტორებისა და კომპანიათაშორის სესხებმა, შესაბამისად, 72.2 და 4.5 მილიონი აშშ დოლარით. მნიშვნელოვნად შემცირდა საბანკო სექტორის ვალი და კლებამ 71.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საგარეო ვალდებულებების ზრდა დაფიქსირდა უცხოური ვალუტით, რომელმაც საანგარიშო კვარტლის განმავლობაში 630.1 მლნ აშშ დოლარით მოიმატა და პერიოდის ბოლოსათვის 8005.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განსხვავებით, ეროვნული ვალუტით დენომინირებული საგარეო სესხი 13.1 მლნ აშშ დოლარი კლებით, 391.6 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.
სამთავრობო სექტორში საგარეო ვალის მნიშვნელოვანი ზრდის დაახლოებით 88% (293.0 მლნ აშშ დოლარი) ოპერაციული ცვლილებებით, ხოლო 12% (39.6 მლნ აშშ დოლარი) საკურსო ცვლილებით იყო გამოწვეული.
საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 2009 წლის მესამე კვარტალში 279.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, 263.2 მლნ აშშ დოლარი ოპერაციული ცვლილებით არის განპირობებული (225.5 მლნ აშშ დოლარი ნასესხობის სპეციალურ უფლებათა ახალი განაწილების შედეგად წარმოქმნილი ვალდებულებაა, ხოლო დანარჩენი საერთაშორისო სავალუტო ფონდის სესხია), ხოლო 16.3 მლნ აშშ დოლარი ზრდა საკურსო ცვლილებების შედეგია.
საბანკო სექტორში კვლავ გრძელდება საგარეო ვალდებულებების მნიშვნელოვანი შემცირების პროცესი. საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის მოკლევადიანი ვალი 29.3 მლნ აშშ დოლარით, ხოლო გრძელვადიანი – 42.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. საკურსო ცვლილებებმა საბანკო სექტორის ვალების 1.2 მლნ აშშ დოლარით ზრდა გამოიწვია.
მთლიანი საგარეო ვალი 2009 წლის მესამე კვარტალში ოპერაციული ცვლილებებით 548.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილებების შედეგად გამოწვეულმა მატებამ 69.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-63765696609951006272009-12-29T07:47:00.000-08:002009-12-29T07:48:15.061-08:00საქართველოს საპატრიარქო: ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის მიუღებელიასაქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. საპატრიარქოს წარმომადგენელთა განცხადებით, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა, რაც ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის მიუღებელია.
“სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში სულ უფრო მასშტაბური ხდება ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, რისი თანაზიარი ხდება. საკუთარი ტრადიციების დავიწყება და მისი ჩანაცვლება უცხოეთიდან შემოსული მოდული დღესასწაულებით ვერაფერი საკადრისი საქციელია ორიათასწლოვანი ქრისტიანული კულტურის მქონე ერისთვის”, _ აცხადებენ საპატრიარქოში.
საპატრიარქოს წარმომადგენლების განცხადებით, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არფერია, თუ არა წარმათობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება. “ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტი) წერს: `ზეიმი Hალლოწეენ ძირს უთხრის წმინდა ეკლესიას… ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტეს მაცხოვარმა გვითხრა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ცვენი საქმე არის მიმარტულია ან უფლისაკენ ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!~, _ ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-52978013824961856072009-12-29T07:42:00.000-08:002009-12-29T07:43:42.287-08:00საინგილოში ქართველებს კულტურის ერთადერთი ცენტრს ართმევენამ დღეებში პარლამენტის უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა კომიტეტის დახურული სხდომა გაიმართა. მთავარი განსახილველი თემა საინგილოში, კახის ქართული კულტურის ცენტრის დაწვა გახდა. შეხვედრას საკითხით დაინტერესებული აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კახის ქართული კულტურის ცენტრს ცეცხლი ოქტომბრის პირველ რიცხვებში წაეკიდა. დილის ოთხ საათზე საეჭვოდ გაჩენილ ხანძარს ვერაფერი მოუხერხეს და ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ხანძარი ქართულ მოსახლეობაში თავიდანვე დიდ ეჭვებს იწვევდა.
ეჭვები გააძლიერა იმანაც, რომ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახის ქართველებს ამის სანაცვლოდ სთავაზობენ ისედაც მიტოვებული ძველი, გაპარტახებული კლუბის შენობას, სადაც სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.
აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში ”არამეგობრულ ჟესტად’’ ფასდება.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელების კულტურულ თვითმყოფადობას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. აქ ფუნქციონირებს აზერბაიჯანული კულტურის ცენტრები, თეატრი, კლუბები, ბიბლიოთეკები, სკოლები და ა. შ. ბოლო ათწლეულებში ქვემო ქართლში მეჩეთები და სხვა რელიგიური დაწესებულებები აშენდა. ამასთან დაკავშირებული ნებისმიერი მცირე პრობლემა თბილისის და ბაქოს კონსტრუქციული განხილვის საგანი ხდება.
ამ დროს საინგილოში ქართული კულტურის ერთადერთ ცენტრს ხანძარი უჩნდება, რის შედეგადაც მას საერთოდ ართმევენ იქაურ ქართველებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ზაქათალის და ბელაქნის გამაჰმადიანებულ ინგილოებს ქართველებად საერთოდ არ აღიარებს და მათი სრული ასიმილაციისკენ ისწრაფვის. ამ ფონზე კახში ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
კახის კულტურის ცენტრი 2001 წლის მაისში საქართველოსა და აზერბაიჯანის კულტურის მინისტრებმა დააფუძნეს. საზეიმო გახსნისას ითქვა, რომ ამ კულტურულ–საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ყოველთვის ქართული ჰანგების ხმა უნდა ისმოდეს. სამწუხაროდ იმ დროიდან მოყოლებული აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კულტურის ცენტრის თანამშრომლების არცერთი საშტატო ერთეული არ დაამტკიცა. მათ ხელფასს არავინ უხდიდა. მუშაობა შიშველ ენთუზიაზმზე მიდიოდა.
კულტურის ცენტრის დირექტორი გივი ნადირაშვილი და თანამშრომელი მალხაზ ნუროშვილი ინგილო მოსწავლეებს ქართულ ხალხურ სიმღერებს ასწავლიდნენ. ცენტრში ქართული ცეკვის ფორმები და ჩოხებიც ჰქონდათ. თუმცა ცენტრს არანაირი დაფინანსება არ ჰქონია და მხოლოდ მშობლიური კულტურის სიყვარული ამოძრავებდათ.
ცენტრის ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ აღმასრულებელ ხელისულებას შორის თავიდანვე არსებობდა დაპირისპირება ცენტრის შენობასთან დაკავშირებით. რანდენიმე წლის წინ ადმინისტრაციამ კულტურის ცენტრის ორი ოთახი სოფელ კახინგილოს საკრებულოს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრის დირექტორი და თანამშრომლები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
ოთხ ოქტომბერს გამთენიისას დაახლოებით ხუთ საათზე ცნობილი გახდა, რომ კულტურის ცენტრს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ ახლომახლო მცხოვრებმა ქართველებმა ერთმანეთს შეატყობინეს.
შემთხვევის ადგილზე ორი სახანძრო მივიდა, თუმცა ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა. ვერ მოხერხდა თუ არ მოხერხდა ეს დღემდე გარკვეული არ არის. იქვე მყოფი პირები ჰყვებიან, რომ მეხანძრეები აქრობდნენ არა ცეცხლის კერებს, არამედ უკვე დამწვარ კედლებზე წყალს ასხამდნენ.
რაც შეეხება ხანძრის დაწყებას, ის სწორედ იმ ორ ოთახში გაჩნდა, სადაც ბოლო პერიოდში საკრებულოს ოთახები იყო განთავსებული. შედეგად, დაიწვა კახინგილოს საკრებულოში არსებული მოსახლეობის მიწის აქტები, გადასახადების ქვითრები და ა.შ. ადგილობრივები არ გამორიცხავენ, რომ ამან შესაძლოა ქართულ მოსახლეობას თავისივე მიწის საკუთრების დამტკიცების თვალსაზრისით, კიდევ შეუქმნას პრობლემები.
ერთ–ერთი გავრცელებული ვერსიით, ქართული კულტურის ცენტრის დაწვით კახის გამგეობა იყო დაინტერესებული. ცნობილი იყო, რომ მათ შენობის განადგურება, ხელში ჩაგდება და საცხოვრებელი სახლის აშენება უნდოდათ. მეორე ვერსიაა, რომ ხანძრით შეიძლება მესამე ძალა იყოს დაინტერესებული. ვინაიდან არსებობოს მცდელობები, რომ ხელოვნურად დაიძაბოს საქართველოსა და აზერბაიჯანის დღევანდელი კეთილმეზობლური ურთიერთობები.
რაც შეეხება კულტურის ცენტრის აღდგენას, როგორც უკვე მოგახსენეთ კახის აზერბაიჯანული ადმინისტრაცია შენობის აღდგენას და ქართველების დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის დასტურია კიდევ ერთი ფაქტი. ხანძრის გაჩენიდან მოკლე ხანში, იქ ადგილზე კახის პოლიციის უფროსის მოადგილე მივიდა და ქართულენოვანი აბრის ჩამოხსნა მოინდომა. სწორედ იმ აბრის, რომელზეც ეწერა, რომ იქ ქართული კულტურის ცენტრი ფუნქციონირებდა.
როდესაც მას იქაურმა ქართველებმა წინააღმდეგობა გაუწიეს ის წავიდა და შემთხვევის ადგილზე რაიონის კულტურის სამსახურის უფროსი მოიყვანა. მან უკვე მთლიანად ჩამოხსნა ეს აბრა და წაიღო. ადგილობრივმა ქართველებმა ჰკითხეს, თავის ადგილზე ყოფილიყო, რას გიშლიდათო. მან კი უპასუხა – ჩვენ არ გვინდა სხვებმა გაიგონ, რომ აქ ქართული კულტურის ცენტრი არსებობდა და დაიწვაო.
თუმცა რა უნდოდათ მათ რეალურად, ეს მოვლენების მოკლე ხანში განვითარებამ აჩვენა. კახის ქართველები კულტურის ცენტრის ჩამორთმევით უკიდურესად აღშფოთებულნი და შეურაცხყოფილნი არიან. ისინი ამ საკითხში თბილისის მხრიდან თანადგომას მოითხოვენ.
თბილისის პასუხი ჯერჯერობით ის არის, რომ პარლამენტის კომიტეტში მასმედიის წარმომადგენლებისთვის დახურული სხდომა გაიმართა, თუმცა ცხადია სირაქლემას პოზა ამ საკითხში სასურველ შედეგს არ მოიტანს. დახურული სხდომიდან გამოჟონილი ინფორმაციით შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კახში ჩავა, შექმნილ რეალობას ადგილზე გაანალიზებს და სათანადო დასკვებსაც გააკეთებს.
საქართველოს და აზერბაიჯანის მეგობრობა ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. რამდენად კარგად ესმით ეს კახში და ბაქოში, ამას კახის ქართული კულტურის ცენტრის მომავალი გვიჩვენებს. ”პრესა.გე’’ იმედოვნებს, რომ საინგილოს ქართველებს ისეთივე კონსტიტუციით გარანტირებული კულტურულ–საგანმანათლებლო უფლებები ექნებათ, როგორც ეს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-81214371091913278522009-12-29T07:40:00.000-08:002009-12-29T07:41:59.635-08:00სომხეთის პრეზიდენტი საქართველოში სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებას ითხოვს!
”სომხეთმა საქართველოში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დახმარების აღმოჩენას მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს. მიმაჩნია, რომ საქართველოში სომხური ენის რეგიონულად ცნობა, სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის რეგისტრაცია და სომხური ძეგლების დაცვა ქართულ-სომხური მეგობრობის გამყარებას და ურთიერთნდობის ატმოსფეროს გაღრმავებას შეუწყობს ხელს”. – სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანის ეს განცხადება, 2 სექტემბერს, რუსულმა სააგენტო ”ინტერფაქსმა” გაავრცელა.
დამეთანხმებით, მთლად კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობების გამოვლენად ვერ ჩაითვლება ბატონი პრეზიდენტის ნათქვამი. არმენოლოგი ბონდო არველაძე მიიჩნევს, რომ სომხურის რეგიონულ ენად გამოცხადების მოთხოვნა, ფაქტობრივად, ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნის ტოლფასია. ეს ყველაფერი განსაკუთრებით შემაშფოთებელია მაშინ, როდესაც ვიცით, რომ უკვე კარგა ხანია რუსეთი ცდილობს, კიდევ ერთი დესტაბილიზაციის კერა შექმნას საქართველოში და ჯავახეთში არეულობა მოაწყოს. სავარაუდოდ, ამისთვის რუსეთს სომხეთის დახმარება დასჭირდება. საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ამ თვალსაზრისით, სერიოზული ზეწოლის ქვეშაა სომხეთიც, რომელსაც რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს.
გიორგიკანდელაკი, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:
- ჩვენ მადლიერი ვართ სომხეთის მთავრობის, მისი პრეზიდენტის, მათ გაუძლეს რუსეთის უდიდეს ზეწოლას და არ აღიარეს ჩვენი რეგიონების დამოუკიდებლობა. ვხედავთ, რომ სომხეთის მთავრობა ითვალისწინებს სომეხი ხალხის საქართველოსთან კეთილმეზობლობის სურვილს და ინტერესს და ჩვენი ურთიერთობები სწორედ ამის ნიადაგზე შენდება.
რაც შეეხება კონკრეტულად ამ თემას, პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ათწლეულების განმავლობაში, როდესაც საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, იმპერიას, რომელშიც ვცხოვრობდით, უმცირესობების ქართველ მოსახლეობასთან ინტეგრირების პოლიტიკა არ გააჩნდა. მაშინ ჩვენ სახელმწიფო არ გვქონდა. დღეს გვაქვს. ჰოდა, ჩვენი სახელმწიფოს მიზანია, ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, სრულფასოვან მოქალაქედ გრძნობდეს თავს და თვითრეალიზაციის საშუალება ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკა სწორედ აქეთკენ არის მიმართული. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოში უმცირესობის წარმომადგენლებს ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის ყველა უფლების სრულფასოვნად გამოყენების საშუალება. იყვნენ ინტეგრირებულნი როგორც საზოგადოებრივ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში. ამ საკითხებში საქართველო მთელ რეგიონში ყველაზე ტოლერანტულია. ჩვენთან მრავლად არის სომხური სკოლა, სომხური ეკლესია, თბილისში ფუნქციონირებს სომხური თეატრი და ა.შ.
- მაშ, რას ემსახურება სომხეთის პრეზიდენტის ეს განცხადება?
- არ ვიცი, სომხეთის პრეზიდენტზე ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ რუსეთი დაინტერესებულია საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობით. ამისთვის, შესაძლოა, ჯავახეთიც გამოიყენონ. ამიტომ ქართველებიც და სომხებიც ჩვენს ურთიერთობებს უფრო დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ.
ბონდო არველაძე, არმენოლოგი:
- სომხეთის პრეზიდენტის მიერ სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადების მოთხოვნა, თითქმის ჯავახეთის ავტონომიის მოთხოვნის ტოლფასია. გეცოდინებათ, ჯავახეთში მოქმედებს სომხური ორგანიზაცია ”ჯავახქი”, რომელიც სწორედ ავტონომიის მოთხოვნით გამოდის. ამ განცხადებას, შესაძლოა, სერიოზული პროვოკაციები მოჰყვეს რეგიონში. ამის ბიძგის მიმცემად კი სწორედ სომხეთის პრეზიდენტის პოზიცია იქცეს. არ დაგავიწყდეთ, რომ ამას ამბობს სომხეთის პრეზიდენტი, ვიღაც რიგითი ”დაშნაკი” კი არა.
ვფიქრობ, ეს განცხადება საკმაოდ არაკორექტული და არაკეთილმეზობლურია, საქართველოსთვის მეტად სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია, რომელთა მოგვარებას განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მიდგომა დასჭირდება.
სარქისიანი კი ამბობს, რომ ეს სომხეთისა და საქართველოს ურთიერთობას შეუწყობს ხელს, მაგრამ ეს მისი გადმოსახდიდან, აბა, ერთი, ჩვენ გვკითხოს? ეგ თავისი სამრეკლოდან რეკავს. რა გამოდის, ჯავახეთში უნდა გამოვაცხადოთ რეგიონულ ენად სომხური, ქვემო ქართლში – აზერბაიჯანული, სადღაც ათი ქურთი ცხოვრობს ერთად და იმათთან ქურთული?! სად ნახულა ასეთი რამე? რომელ სახელმწიფოში შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, რომ რომელიღაც პატარა პროვინციას მიაკუთვნონ რეგიონული ენა? ეს ყოვლად მიუღებელია.
რაც შეეხება სომხური ეკლესია-ნაგებობების საკითხს, ერთ რამეს გეტყვით, არც ეგ საკითხია ისე, როგორც ეგენი აცხადებენ. 1995 წელს ერევანში გამოვიდა რუკა-ცნობარი ”სომხური ეკლესიები საქართველოში”, რომლის ავტორია სომეხი მეცნიერი სამველ კარაპეტიანი, როგორ ფიქრობთ, რამდენი სომხური ეკლესია იქნება საქართველოში? ამ რუკის მიხედვით ვერასდროს გამოიცნობთ. სომხური რუკა-ცნობარის მიხედვით, საქართველოში 653 სომხური ეკლესია-ნაგებობა ”აღმოუჩენიათ”.
აქვეა წარმოდგენილი საქართველოს სქემატური რუკა, სადაც ეს 653 ”სომხური” ეკლესიაა აღნიშნული, ამას რომ დახედავს საქმეში ჩაუხედავი მკითხველი, იტყვის, რომ მთელი აღმოსავლეთ საქართველო სომხეთი ყოფილა. ამ 653 ეკლესია-ნაგებობიდან 80%, თუ მეტი არა, ქართული ეკლესია-ნაგებობაა, ოღონდ სომხურად გასაღებული. ისმის კითხვა, სომხები რომელი სომხური ეკლესია-ნაგებობების მოვლა-პატრონობას ითხოვენ საქართველოში?!
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-86960239730770702482009-12-29T07:35:00.000-08:002009-12-29T07:39:46.800-08:00თრუსოს ხეობისა და ყაზბეგის რაიონის დაკარგვის საფრთხე რეალურია
რამდენიმე დღის წინ ყაზბეგის რაიონის მოსახლეობამ გაავრცელა მიმართვა ქართველი ერისადმი და საქართველოს ხელისუფლებისადმი, სადაც შეწუხებული მოხევეები ადრესატებს იმ საფრთხეების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, რაც ლარსის გამშვები სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემთხვევაში არსებობს. გადაწყვეტილება ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპეციალურ სხდომაზე იქნა მიღებული.
შეგახსენებთ, რომ ყაზბეგი-ზემო ლარსის გამშვები პუნქტი რემონტის საბაბით 2006 წლის ივლისში დაიკეტა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ჩაკეტა, საქართველოსა და რუსეთს შორის სახმელეთო მიმოსვლა შეწყდა. საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ყაზბეგის რაიონში, დაბა სტეფანწმინდაში ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია გამართეს. იმავე დღეს მათთან შესახვედრად თბილისიდან საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ჩავიდნენ, რომელთაც მოსახლეობის ვითარებაში გარკვევა იკისრეს. თუმცა, შეხვედრა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა განსაკუთრებით უმრავლესობის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც მოხევეებმა აქამდე პასუხგაუცემელი ბევრი კითხვა დაუსვეს. გარდა ამისა, პარლამენტარებმა, რომელთა უმეტესობაც პირველად იყო რაიონში, საყვედურებიც მიიღეს, იმ უყურადღებობისთვის, რასაც ხელისუფლება ყაზბეგის რაიონის მიმართ იჩენს. დღეს კი მოხევეებისთვის ყველაზე დიდი პრობლემა საზღვრის გახსნაა, რომელიც, მათი აზრით, დიდ საშიშროებას წარმოადგენს.
კერძოდ, ბოლო პერიოდში თრუსოს ხეობასა და მთლიანად ყაზბეგის რაიონზე პრეტენზიების მქონე ოსებისა და მათი მოკავშირე რუსებისგან ისინი პროვოკაციებს ელიან და აქვთ შიში, რომ შეიძლება ეს ყველაფერი რაიონში რუსების შეიარაღებული ძალების შესვლით დასრულდეს, ისევე როგორც ახალგორში. კეთილი ნების ჟესტი ჩვენს ძმებს სომხებს 2006 წელს საზღვრის დაკეტვით ყველაზე მეტად სომხეთი დაზარალდა, რადგან საქართველოს სამხედრო გზიდან, მის დახურვამდე სომხეთში შედიოდა მთლიანად ქვეყანაში შესული ტვირთის დაახლოებით 30%.
სომხეთი მართლაც დიდი ხანია ცდილობს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის მიღწევას. ამ პროცესში, თბილისზე ზემოქმედებისთვის ერევანმა, ვაშინგტონიც ჩართო, რომელმაც, თავის მხრივ, 2007 წელს ქართულ მხარეს საზღვრის ახალი გამშვები პუნქტის ასაშენებლად 2,5 მლნ. დოლარი გამოუყო, რომლის მშენებლობაც მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდა.
მიმდინარე წლის ივნისში პრეზიდენტი სააკაშვილი ორდღიანი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს შეხვდა. საუბრისას ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნა იყო. სომხეთის პრეზიდენტმა თავის ქართველ კოლეგას ღირსების მედალი გადასცა და იმ იმედით გამოისტუმრა, რომ ლარსი მალე გაიხსნებოდა. სააკაშვილმა იმედები არ გაუცურა სარქისიანს და რამდენიმე დღის წინ ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღო.
სომხური ტვირთების გატარებით ქართულ ბიუჯეტს არაფერი შეემატება პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საბაჟო გამშვები პუნქტის გასამართლებლად სამი არგუმენტი დაასახელა: მოძრაობა გაზრდის საქართველოს რამდენიმე რაიონის მოსახლეობის შემოსავლებს, რომლებიც ძირითადად გზისპირა ვაჭრობით და გამავალი მანქანების მომსახურებით ცხოვრობენ.
მეორე, საქართველომ არ უნდა დაკარგოს თავისი სატრანზიტო სტატუსი, მნიშვნელობა და პოტენციალი რეგიონისთვის და, რაც მთავარია, ჩვენი ქვეყანა მიიღებს ამ გზით შესაძლებლობას, განახორციელოს საკუთარი ტვირთების ტრანზიტი რუსეთის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებში, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა განაცხადეს, ლარსი მხოლოდ სომხეთისკენ მიმავალი სატვირთო კონტეინერებისთვისა და რუსეთის ტერიტორიის გავლით ტვირთების მესამე ქვეყანაში გატანის პირობით გაიხსნება, სამოქალაქო მიმოსვლისთვის კი ჩაკეტილი დარჩება.
ფაქტი ერთია, გადაწყვეტილებით მოგებული აღმოჩნდა სომხეთი, რომელსაც შეეძლება ბევრად ნაკლები დანახარჯებით მოახდინოს ტვირთების გადაზიდვა, ვიდრე აქამდე აკეთებდა. რაც შეეხება საქართველოს, სომხური ტვირთების ტრანსპორტირებით სახელმწიფო ბიუჯეტი ერთ თეთრს ვერ მიიღებს, რადგან საქართველოში ტრანზიტის გადასახადი გაუქმებულია და, შესაბამისად, სომხური ტვირთებიც არ იბეგრება.
საქართველოსთვის ამ გზის გახსნა მომგებიანი ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა, თუ მოიხსნებოდა ის ეკონომიკური ემბარგო, რომელიც რუსეთს დაწესებული აქვს ქართული პროდუქციის ექსპორტზე. მაგრამ როგორც რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, თბილისს რუსული მხარისთვის დამატებით არაფერი მოუთხოვია და ემბარგოც რჩება. ყაზბეგის მოსახლეობა კი გზის გახსნას აპროტესტებს. მოხევეები შიშობენ, რომ საზღვრის გახსნის შემდეგ, თრუსოს ხეობაში ოსური მოსახლეობა დაბრუნდება, რომელმაც ეს სოფლები ადრე დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა. ოსების დაბრუნების წინააღმდეგი არავინაა.
ოსებთან ძმობა და ერთობა ყველას უნდა, მაგრამ რაიონის მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ეთნიკური ოსების დაბრუნებას საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილი ძალები კონფლიქტის გასაჩაღებლად გამოიყენებენ. მითუმეტეს, ბოლო პერიოდში კოკოითის მიერ კეთდება განცხადებები, რომლის მიხედვითაც თრუსოს ხეობა ოსური ტერიტორიაა.
მართალია, დღეისათვის თრუსოს ხეობაში არც ერთი ოსი მოსახლე არ არის, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ საბაჟო გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ისინი დაბრუნდებიან და კოკოითიც სწორედ ამ დროისთვის ამზადებს საზოგადოებრივ აზრს. რატომ არ ჩადის მიხეილ სააკაშვილი სტეფანწმინდაში ყაზბეგის რაიონის მოსახლეობა ყველაზე მეტად იმაზე არის განაწყენებული, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ისინი საინფორმაციო ვაკუუმში არიან, არავინ აქცევს ყურადღებას და თავს ვერ გრძნობენ, პროცესის თანამონაწილეებად.
მოხევეები განაწყენებული არიან ხელისუფლებაზე, რომელიც მიუხედავად რაიონში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, მათ ყურადღებას არ აქცევს. ეს ის რაიონია, რომლის მოსახლეობაც მიხეილ სააკაშვილმა 6 წლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ერთხელაც კი არ ჩათვალა ღირსად, რომ შეხვედროდა. მხოლოდ ერთხელ, 2007 წელს ჩავიდა რაიონში და დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსი მოინახულა და იქედან ისე წამოვიდა, რომ მასთან შესახვედრად შეკრებილ მოსახლეობას ყურადღება არ მიაქცია. რატომ? ყაზბეგის რაიონში, დაახლოებით, 3000 მოსახლეა, საიდანაც ამომრჩეველი სულ 2300 ადამიანია. იქნებ პრეზიდენტის გარემოცვას ან თავად მას ეს ხმები ეცოტავება, ან იქნებ ”ნაციონალური» ელიტა მოხევეებს წინა რამდენიმე არჩევნებისას მათი განწყობის გამო გაუნაწყენდა? განა ასე შეიძლება? ეს ის მოხევეები არიან, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში იცავენ საქართველოს დარიალის ხეობიდან შემოსული მტრისგან და რომლებმაც 1921 წელს საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოსულ რუსებს კუდით ქვა ასროლინეს.
სახიფათო გადაადგილებები საზღვრიდან პირველივე ქალაქ ვლადიკავკაზში, რომლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ეთნიკური ოსია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ მტრული კამპანია მიმდინარეობს. ვლადიკავკაზში შექმნილია ორგანიზაცია ”დარიალი,» რომელიც ყაზბეგის რაიონის კუთვნილების საკითხის გარკვევას აპირებს. ამ ორგანიზაციას მეთაურობს მარიბეკ სალბიევი, რომელიც თრუსოს ხეობაში მდებარე ოსური დასახლებიდანაა წასული ვლადიკავკაზში. იგი აქტიურად მოუწოდებს ადგილობრივ ოს მოსახლეობას, რომ აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაიბრუნონ მათი კუთვნილი მიწები, მათ შორის, თრუსოს ხეობა და მთლიანად ყაზბეგის რაიონი, რომელიც თურმე ისტორიულად ოსური ტერიტორიაა. რაც, ბუნებრივია, აბსურდია, აბსულუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ვინაა განმკითხავი, ჩვენს პოლიტიკოსებს და ისტორიკოსებს (თუ გვყავს ასეთი), ხომ სარათას ძილით სძინავთ. როგორც თავისუფალი აზრის სახლის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე აცხადებს:
”ლარსის გამშვები პუნქტის გახსნით, რუსეთი შეეცდება კონტროლი გააძლიეროს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ინტენსიური მიმოსვლის შემთხვევაში, რუსეთს ექნება შესაძლებლობა გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს მოსახლეობის იმ კატეგორიაზე, რომელიც ამ სატრანსპორტო კორიდორის გახსნის შემთხვევაში, მიმაგრებული იქნება ტრასაზე. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, ის, რომ ოსური მოსახლეობა, რომელიც დროებით მის ტერიტორიაზეა გადაადგილებული და ცხოვრობს ჩრდილოეთ ოსეთში, დაბრუნდეს უკან. ამ იდეას, არ მალავს ჩრდილოოსური პრესაც.»
ადგილობრივებს მიაჩნიათ, რომ არის დიდი საშიშროება იმისა, რომ ამ ადამიანებს მოჰყვებიან პროვოკატორები, რომლებმაც შეიძლება რაიონში არსებული მდგომარეობა დაძაბონ და შემდეგ უკვე რუსეთმა იცის და მისმა მარიფათმა. ადგილობრივთა განცხადებით, მიმდინარე წელს, ლომისობის დღესასწაულზე გადმოსულმა ოსებმა მართლაც, განაცხადეს, რომ დაგეგმილი აქვთ თრუსოს ხეობისა და მთლიანად რაიონის მათი კონტროლირებადი ტერიტორიებისთვის შეერთება. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მაინც, რომ მოხდეს რაიმე პროვოკაცია, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რომ რუსები მარ შევლენ რაიონში. განა ახალგორი ასე არ დავკარგეთ?
ვლადიკავკაზში მცხოვრები ქართველების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, რუსული სპეცსამსახურები ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ამზადებენ ძალიან დიდ პროვოკაციებს ყაზბეგის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიებზე. ფაქტია, რომ საზღვარი ადრე თუ გვიან უნდა გახსნილიყო, მაგრამ საზღვრის გახსნით რომ ქართულ-რუსული ურთიერთობა არ გაღრმავდება და ეს არ იქნება ახალი ფურცელი ჩვენს დამოკიდებულებებში, ესეც ცხადია.
როდესაც ქვეყანასთან არ გაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა ძალიან სერიოზული გათვლა და სიფრთხილე. სომხეთისთვის ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გზა, მაგრამ ჩვენ პირველ რიგში და პირველ ადგილზე ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები უნდა დავაყენოთ და შემდეგ ვიფიქროთ სხვა ქვეყნის ინტერესებზე ან ამ ქვეყანამ, თავისი გავლენიანი ლობის მეშვეობით, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში უნდა დაგვეხმაროს, სულ მცირე, ისე აღარ იმოქმედოს, როგორც აფხაზეთში კონფლიქტისას. ნებისმიერ გართულებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა პრეზიდენტთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრებსაც უნდა დაეკისროთ, რადგან გადაწყვეტილება მათ მიიღეს. საინტერესოა, როცა ორ ქვეყანას შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, როცა ერთი პრეზიდენტი მეორეს დასცინის, როცა ამ ქვეყნის ჯარი გამოცხადებული გყავს ოკუპანტად, რატომ იხსნება საზღვარი. განა, ღირს სომხეთისთვის კეთილი ნების ჟესტი იმად, რომ ქვეყანას კიდევ ერთი პრობლემური რაიონი დაემატოს.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-22814596166903363222009-12-29T07:32:00.000-08:002009-12-29T07:33:37.803-08:00აშოტ გრიგორიანი: სომხეთი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის კონფედერაციის შექმნას
ევროპის კავშირის ეგიდით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ერთ კონფედერაციაში გაერთიანება საშუალებას მისცემს ამ ქვეყნებს განავითარონ თავიანთი ეკონომიკა და რამდენიმე წელიწადში ევროპის კავშირის ასოცირებული წევრები გახდნენ, აცხადებს ”ევროპაში სომხური კავშირების ფორუმის” თავმჯდომარე აშოტ გრიგორიანი.
”ასეთი კონფედერაციის შექმნის იდეა 2008 წელს ევროპაში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე იქნა წამოყენებული. იდეა ითვალისწინებს სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მთიანი ყარაბახის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გაერთიანებას ერთ კონფედერაციაში”, აღნიშნა გრიგორიანმა. მისი თქმით, მან უკვე გააცნო აღნიშნული ინიციატივა ევროპის კავშირის ხელმძღვანელობას და დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.
”ჩვენ უკვე შევხვდით სამხრეთ კავკასიაში ევროპის კავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პეტერ სემნების და გადავწყვიტეთ, რომ აღნიშნული საკითხი დეტალურად განიხილება სექტემბერში დაგეგმილ ევროპის ეკონომიკურ ფორუმზე”, აღნიშნა აშოტ გრიგორიანმა.
”ვფიქრობ, საქართველო და აზერბაიჯანი, ასევე, დადებითად შეაფასებენ ამ იდეას. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ რეგიონალური თანამშრომლობა მათი ქვეყნების განვითარების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს”, განაცხადა გრიგორიანმა.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-78890414820723164832009-12-29T07:24:00.000-08:002009-12-29T07:26:44.725-08:00აზიის განვითარების ბანკი სომხეთს 500 მილიონ დოლარს გამოუყოფს ფოთამდე მისაღწევად
აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორთა საბჭომ ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორის დაფინანსების საკითხი მოიწონა, – ამის შესახებ ინფორმაციას სომხური საინფორმაციო სააგენტო “მედიამაქსი” ავრცელებს.
თანხის მთლიანი მოცულობა 500 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, თუმცა პირველ ეტაპზე ტრანში სახით ADB-ი 60 მლნ. აშშ დოლარს გამოყოფს. სულ კორიდორის მშენებლობისთვის 964 მლნ. აშშ დოლარია განსაზღვრული, დარჩენილი თანხა სომხეთის ბიუჯეტიდან და სხვა სახსრებიდან დაფინანსდება.
ავტომაგისტრალი სომხეთს ბათუმსა და ფოთთან დააკავშირებს. პროექტის დასრულება 2016 წლისთვის არის ნავარაუდევი.
კრედიტს სომხეთი 32-წლიანი ვადით მიიღებს 8-წლიანი საშეღავათო პერიოდით. პირველ რვა წელზე წლიური საპროცენტო განაკვეთი 1%, ხოლო შემდგომ პერიოდში 1,5% იქნება.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-57102488699510668372009-12-29T07:22:00.000-08:002009-12-29T07:27:53.173-08:00საქართველოში, შესაძლოა, სომხური გვარდია შეიქმნას
საქართველოში შესაძლოა, სომხური გვარდია შეიქმნას. პირველის ინფორმაციით, სომხური გვარდიის შექმნის იდეა სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებ რამდენიმე ეთნიკურ სომეხს ეკუთვნის, რომლებიც მზად არიან, გვარდიის შესაქმნელად გარკვეული ფინანსებიც კი გაიღონ. როგორც ინფორმირებული წყარო იუწყება, გვარდიის შექმნის ინიციატორები ცოტა ხნის წინ თბილისში იმყოფებოდნენ და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს დედაქალაქში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებთან მართავდნენ.
უფრო მეტიც, როგორც თავად სომხური გვარდიის შექმნის ინიციატორები აცხადებენ, გვარდიის შექმნაზე მათ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან თანხმობაც კი აქვთ მიღებული. საინტერესოა, თავად გვარდიის შექმნის მიზანი და მიზეზი, როგორც იდეის ინიციატორები აცხადებენ, გვარდია შეიქმნება სწორედ იმისთვის, რომ ამ გვარდიის ფორმატში ქართულ ჯარში რაც შეიძლება მეტმა ეთნიკურმა სომეხმა იმსახუროს, – აცხადებს ინფორმირებული წყარო.
მისივე ცნობით, ეს იდეა თავდაპირველად რამდენიმე წლის წინ დაიბადა, თუმცა ამ ინიციატივის ირგვლივ საუბარი ბოლო დროს სულ უფრო გააქტიურდა.
- ამავდროულად, აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ ვეტერანთა დეპარტამენტს კატეგორიულად აკრძალული აქვს ვეტერანი სომეხი მეომრების სიების გაცემა, – აღნიშნავს წყარო.
აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისთვის პირWელი საერთო-სამოქალაქო მოძრაობა მრავალენოვანი საქართველოს თავმჯდომარეს არნოლდ სტეფანიანს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოში სომხური გვარდიის შექმნას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.
- რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ქართველი მაღალჩინოსნების ნაწილისთვის ქვეყანაში ეთნიკური ნიშნით რაიმე სახით სამხედრო დანაყოფის შექმნა მიუღებელია. ისინი ფიქრობენ, რომ ვისაც ჯარში მსახურობის სურვილი აქვს, შეუძლია ქართულ ჯარში იმსახუროს. რაც შეეხება უშუალოდ ამ იდეას, აქ შესაძლოა, რამდენიმე ვერსია არსებობდეს: ერთის მხრივ, ეს შესაძლოა, წარმოადგენდეს ცალკეული ადგილობრივი მკვიდრის გაუცნობიერებელ კერძო ინიციატივას გარკვეული კეთილგანზრახვით, ან მეორეს მხრივ, ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციას.
თუმცა არ არის გამორიცხული, რომ არჩევნების წინა პერიოდში ეს პროცესი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ იყოს ინსპირირებული, რათა ეთნიკურად სომეხი პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ, – აცხადებს სტეფანიანი, რომელიც აქტიურად მხარს მხოლოდ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას საქართველოს სომეხ ვეტერანთა კავშირს უჭერს, რომელიც წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის საქმიანობას ეწევა.
- კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პირადად ჩემთვის ეთნიკური ნიშნით შეიარაღებული ფორმირებების შექმნა კატეგორიულად მიუღებელია და სახელმწიფოს უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოდის, – მიაჩნია სტეფანიანს.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-89097471887083473242009-12-29T03:59:00.000-08:002009-12-29T07:28:34.551-08:00ქართულ–რუსული ომი ბერეზოვსკის მონაწილეობით
PRESA.GE - იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე რუსულენოვანი არხი - სახელწოდებით ”პირველი კავკასიური არხი” - იწყებს მაუწყებლობას. მთლი ამ ხნის განმავლობაში, ამ არხის შექმნამ იმდენი მითქმა–მოთქმა გამოიწვია, რომ 22 დეკემბერს საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, მედიის წარმომადგენლები და ექსპერტები ერთად დასხა მოგვიანებით, საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზის თანათავმჯდომარემ ქეთი ბოხუამ განაცხადა, რომ შეხვედრის შემდეგ არხის გარშემო კიდევ უფრო მეტი კითხვა და ბუნდოვანება შეიქმნა.
ამ ეტაპზე, მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ახალი არხი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. გახელაძე ამბობს, რომ ეს არ არის ძვირად ღირებული პროდუქტი და მისი სავარაუდო ბიუჯეტი, ყოველწლიურად, 3 მილიონ ლარით განისაზღვრება. საეთერო მაუწყებლობა სატელიტის საშუალებით განხორციელდება და მისი ნახვა სატელიტური ანტენების და საკაბელო არხების მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
ახალი ტელე-მაუწყებლობის აუდიტორია კავკასიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი, ჩრდილოკავკასიელი კორესპონდენტების და რუსული ჟურნალისტიკის რამდენიმე თვალსაჩინო წარმომადგენლის მეშვეობით მიიღებს. რუსული ჟურნალისტიკის თვალსაჩინო წარმომადგენლებში ალბათ, ოლეგ პანფილოვი და ალა დუდაევა იგულისხმებიან, მაგრამ გახელაძე, რატომღაც შეხვედრაზე დაკონკრეტებას მოერიდა. მისივე თქმით, ჩრდილოკავკასიელი კორესპონდენტები ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ, რაც ცოტა საეჭვოდ მოეჩვენათ შეხვედრის მონაწილეებს, მაგრამ დაფინანსების საკითხს ქვევით შევეხებით. ცნობილია ისიც, რომ არხი ძირითადად, რუსულენოვანი იქნება, თუმცა მაუწყებლობის განხორციელება კავკასიურ ენებზეც იგეგმება.
ეს არის ის, რაც ჯერჯერობით, ოფიციალურად გაცხადდა, მაგრამ არასაკმარისი იმისთვის, რომ საბოლოოდ, არხის შექმნის მიზანი გავიგოთ. სხვათა შორის, იგივე პროექტზე, რამდენიმე წლის წინ, „თავისუფალი აზრის სახლის“ ხელმძღვანელი და ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც მუშაობდა. როგორც თავად ამბობს, ასეთი არხის შექმნა მისი დიდი ხნის ოცნება იყო და პროექტიც გაკეთებული ჰქონდა, მაგრამ თვლიდა, რომ არხი მხოლოდ, კულტურულ–საგანმანათლებლო უნდა ყოფილიყო და არა პოლიტიკური:
–„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩრდილოეთ კავკასიური საზოგადოება ელოდება ასეთ არხს. ჯერ ერთი, აფხაზური და ოსური არქივი მხოლოდ საქართველოშია და თავად არ აქვთ. საერთოდ, კავკასიის შესახებ უამრავი ინფორმაციაა დაგროვილი საქართველოში, რადგან საქართველოში იყო ამის სათაო ინსტიტუტები განთავსებული. მაგრამ, თუ ეს არხი იქნება პოლიტიზირებული და ვიღაცის გაუთავებელი გინება და ვიღაცის ქება დაიწყება, ეს საქმეს არ გამოდგება. ამ არხს უნდა ჰქონდეს კავკასიის სულიერი გამაერთიანებლის მისია, რაც რუსეთში არ მოეწონებათ, მაგრამ ეს გასაკეთებელია“.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ არხზე რამდენიმე საგანმანათლებლო პროგრამა კეთდება. ისიც ცნობილია, რომ ერთ–ერთ გადაცემას „ისტორია სახეებზე“ ზურაბ ყიფშიძე წაიყვანს, მაგრამ პარალელურად, საინფორმაციო გადაცემაზეც მიდის მუშაობა, რაც თავისთავად გულისხმობს, რომ პოლიტიკას ვერ ავცდებით და თანაც ისეთს, რომელიც რუსეთს არ მოეწონება. ამიტომ, მამუკა არეშიძე ფქირობს, რომ ქართული მხარის მცდელობას აუცილებლად მოყვება რუსეთის გაღიზიანება და სიგნალისთვის ხელისშეშლა.
– „წარმოიდგინეთ, ჩვენ გვინდა, რომ ჩეჩნეთის აუდიტორია იყოს ჩვენი მაყურებელი და ამ არხიდან დღედაღამ, კადიროვის გინება, რისი საფუძველიც საქართველოს აქვს, ჩეჩნეთში სერიოზულ წინააღმდეგობას გამოიწვევს. ამიტომ, სჯობს, მათ საკუთარი ისტორიის თეთრი ლაქები ვაჩვენოთ, ავუხსნათ, რას მალავს რუსული მედია, ავუხსნათ, როგორ იქცეოდა კავკასიის ერთიანობის მოწინააღმდეგე (არა მხოლოდ რუსეთი), საუკუნეების განმავლობაში და არ დავიწყოთ მათი ხელისუფლების მეთაურის გინება“.
რა და როგორ გაკეთდება ამას ვნახავთ, მაგრამ როგორც ჩანს, არხის მიმართ მოლოდინი და ინტერესი კავკასიაში მართლაც არსებობს: –„დროა, კავკასიელი ხალხების გაერთიანებისათვის დაიწყოს მუშაობა. ეს ძვრა აუცილებელია. იმის მიუხედავად, რომ დიდი წინააღმდეგობები იქნება, თუ ეს არხი ძალიან დიპლომატიურად იმოქმედებს რუსეთის მიმართ, ის თუ მოემსახურება კავკასიელი ხალხების გაერთიანებას, ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღეს კავკასიელი ხალხი საქართველოს იმედის თვალით უყურებს და, უნდა თუ არა, ეს მისია საქართველომ უნდა იკისროს“, – ამბობს ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი.
მისია და პოლიტიკური რეალობა
ჯერ კიდევ ჩანასახში მყოფი არხის ირგვლივ აზრთა სხვადასხვაობა ერთმა მნიშვნელოვანმა დეტალმა განაპირობა – „კავკასიური არხის“ შექმნის იდეას წინ უსწრებდა, რუსი ოლიგარქის ბორის ბერეზოვსკის თბილისში გასაიდუმლოებული, ერთდღიანი ვიზიტი. პოლიტიკური სპექტრი დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკი თბილისში მიხეილ სააკაშვილის თანხმობის გარეშე ვერ ჩამოვიდოდა.ყოველ შემთხვევავში, ისიც საეჭვოა, რომ ბერეზოვსკი პატარკაციშვილის ოჯახის მოსანახულებლად ყოფილიყო ჩამოსული. თავად ოჯახის განმარტებით, ისინი ბერეზოვსკის არ შეხვედრიან, მაგრამ ბერეზოვსკის ჩამოსვლის ვიდეოჩანაწერი მოიპოვეს.
ჟურნალისტებმა ცდა არ დავაკელით ბერეზოვსკის ჩამოსვლის მიზეზები შეგვეტყო, მაგრამ ხელისუფლებამ პირში წყალი ჩაიგუბა. მას შემდეგ, რაც „კავკასიური არხის“ შექმნის იდეა გახმაურდა, რომელიც, სხვათა შორის, ბერეზოვსკის ინტერესის სფეროში ყოველთვის შედიოდა, მისი დაკავშირება ამ პროექტთან უმალ მოხდა და ითქვა, რომ არხის მთავარი დამფინანსებელი ბერეზოვსკი იქნება.
იმავდროულად, უცხოურ პრესაშიც გაჩნდა სტატია.Der Tagesspiegel წერდა: –„განსაკუთრებით საინტერესოა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ახალ არხს. ტელევიზიის დირექტორი ამტკიცებს, რომ ის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მაგრამ საქართველოს ბიუჯეტში 2010 წელს მედიის მხარდაჭერისთვის იგივე თანხაა გათვალისწინებული, რაც 2009 წელს, და ის განკუთვნილია ოპოზიციური ინტერნეტ-რესურსის civil.ge -ს დაფინანსებისთვის. ამის ნაცვლად, ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, ტელევიზიისთვის საჭირო თანხას რუსი ოლიგარქი ბორის ბერეზოვსკი გაიღებს, ის რუხი კარდინალი, რომელსაც პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის დატოვება მოუხდა და მას შემდეგ, კრემლის წინააღმდეგ ლონდონური ემიგრაციიდან იბრძვის“.
ბერეზოვსკის „კავკასიურ არხთან“ დაკავშირებაში, შესაძლოა, ალოგიკური მართლაც არაფერი იყოს, მითუმეტეს, რომ ამ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების და ბერეზოვსკის ინტერესები – რუსეთთან დაპირისპირება – ერთმანეთს ემთხვევა.
Der Tagesspiegel „კავკასიური არხის“ შექმნასთა დაკავშირებით პოლიტოლოგ სერგეი მაკედონოვის კომენტარს იშველიებდა: –„თბილისს იმის დემონსტრირება სურს, რომ მას მოსკოვთან ბრძოლა არ შეუწყვეტია და საინფორმაციო ომს განაგრძობს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გია ჭანტურია კი არ მალავს, რომ რუსეთის ტელევიზიების საპირწონე არხის შექმნის იდეა აჯანყებული სამხრეთ ოსეთის გამო, წაგებული ომის შემდეგ წარმოიქმნა“.
თავად ბერეზოვსკი ამ არხთან ყველანაირ კავშირს უარყოფს, მაგრამ მის მიმართ ეჭვები მაინც არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ საფუძვლიანიც. შესაძლოა, არხის დაფინანსება ბერეზოვსკის ინტერესებში მართლაც არ შედის, მაგრამ კავკასიურ საკითხებში მისი ჩარევა, ალბათ, უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
„მემარჯვენეების“ წევრი, ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე ბერეზოვსკის საქართველოს რეალობაში გამოჩენას, თავისი შუქ–ჩრდილებით, პრაგმატულად უყურებს.
– „დღეს რუსეთის წინააღმდეგ ომი გრძელდება და ამ კონფლიქტის არც დასასრული ჩანს. ნებისმიერი რესურსი, რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მისასალმებელია, მაგრამ მეორეა რა სურს თავად საქართველოს ხელისუფლებას“, – ეს კითხვა უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნია თავდგირიძეს.
ბერეზოვსკის ვნებები
სანამ საქართველოს სურვილებზე ვისაუბრებთ ბერეზოვსკის ინტერესების სფეროს შევეხებით. თავის დროზე, პუტინს ხელისუფლებაში მოსასვლელად ბერეზოვსკიმ და პატარკაციშვილმა გაუწიეს გარკვეული დახმარება. თუმცა, ძალაუფლების მოყვარულმა კგბ–ს გენერალმა ბერეზოვსკის პოლიტიკაზე გავლენა ვერ აიტანა და მათი გზებიც გაიყო. მაშინ, პატარკაციშვილმა თქვა: „მე მეგობრებს არ ვღალატობ“ და არჩევანი ბერეზოვსკის სასარგებლოდ გააკეთა – დაუფასდა.
მოკლედ, ბერეზოვსკის უმნიშვნელო როლი არ შეუსრულებია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო ის გარემოებები, რამაც უდიდესი როლი ითამაშა პუტინის გაპრეზიდენტებაში. საუბარია, ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე – რომ არა ის ქაოსი და უბედურება, რაც იქ ხდებოდა, პუტინს მხოლოდ პიარი და ფული ვერ უშველიდა. რუსეთის ხელისუფლებაში მოდის ის, ვისაც გავლენა აქვს ძალოვნებზე, თორემ, მარტო ფულმა ხადარკოვსკი ვერ გააპრეზიდენტა. ასე რომ, ჩრდილოეთ კავკასია შესანიშნავად იქნა გამოყენებული რუსეთში პუტინის გასაპიარებლად.
გიორგი თავდგირიძე: –„პუტინის ანგარიშზე ჩაიწერა, რომ მან მოიგო მეორე კავკასიური ომი, რამაც ძალოვნებში მისი გავლენის გაფართოებას შეუწყო ხელი და ამ ტრამპლინით აღმოჩნდა ხელისუფლებაში. როგორც ჩანს, ახლა იქნება მეორე სცენარი. პუტინს კვლავ სჭირდება პირველ პირად მოსვლა. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ მედვედევი არის მეორე პირი, ის ქვეყნის პრეზიდენტია და პუტინის ძალაუფლება შეზღდულია. ამიტომ, ნებისმიერი ჯანყი პუტინისთვის შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს“.
ჯერჯერობით უცნობია ბერეზოვსკიმ გამონახა თუ არა მედვედევთან საერთო ენა, ყოველ შემთხვევაში ბერეზოვსკის და მედვედევის კავშირები ზეპირსიტყვიერებას არ გასცდენია. რაც შეეხება მედვედევის და პუტინის დაპირისპირებას, ამან გარკვეულ ფაზას უკვე მიაღწია და კულუარებიდანაც გამოვიდა. თუ დაპირისპირებამ სერიოზული სახე მიიღო მედვედევს აუცილებლად დასჭირდება მოკავშირეები და ეს შესაძლოა, ბერეზოვსკი იყოს – რატომაც არა? ეს არ არის გაჭრილი კარტი. სანამ არსებობს ფული, მანამდე არსებობს ხიბლი ბერეზოვსკისნაირი მეკავშირის ყოლისა.
თუმცა, პრობლემა ისაა, არ ვიცით რას მოითხოვს ბერეზოვსკი მედვედევისგან. ალბათ, მოიშოროს პუტინი და მის ადგილზე მეორე სულთამხუთავი მოიყვანოს, ეს მედვედევის გეგმებში არ უნდა შედიოდეს. თუ ბერეზოვსკის მიზანი რუსეთში დაბრუნება და ერთ–ერთი პოლიტიკურ ფიგურად გახდომა იქნება ეს კიდევ მისაღებია, მაგრამ თუ მას რუსეთის უგვირგვინო მეფობა მოუნდება, სავარაუდოდ, ამას არც მედვედევი დაუშვებს, მაგრამ დიდი ალბათობით ბერეზოვსკიც ამბიციები, ალბათ უმნიშვნელო პოლიტიკოსის როლით არ შემოიფარგლება.
– „ისიც გასათვალისწინებელია თავდაცვის სისტემის ლიდერები როგორ უყურებენ ბერეზოვსკის, მათი შეფასებები ჯერ არსად გაჟღერებულა. სამხედროები ნაწყენი უნდა იყვბნენ ბერეზოვსკიზე, რადგან პუტინის ხელისუფლებაში მოსვლით, მათ ყველა ფინანსური ბერკეტი გამოაცალეს და საერთოდ ჩამოაშორეს ხელისუფლების მმართველობას. ამიტომ, მნიშვნელოვანია, როგორ დაალაგებს მედვედევი ბერეზოვსკისა და სამხედრო ელიტას შორის ურთიერთობას. მაგრამ, როცა პუტინის სახით ასეთი მოწინააღმდეგე ჰყავთ, შესაძლოა, ეს პრობლემაც მოგვარდეს“, – ამბობს გიორგი თავდგირიძე და თვლის, ერთადერთი ადგილი, სადაც ბერეზოვსკიმ შესაძლოა, დაცულად იგრძნოს თავი, საქართველოა.
– „საქართველოს ყოველთვის აქვს ბერკეტი, თუნდაც თანამედროვე მითებით, გავლენა მოახდინოს კავკასიაზე. როცა ჩრდილოეთ კავკასია შეიგრძნობს, რომ მათ ზურგსუკან არის საინფორმაციო მანქანა, ეს არც–თუ უბრალო რამაა. ომში ფინანსების და შეიარაღების გარდა, ერთ–ერთი მთავარი წარმმართველი არის საინფორმაციო ომი. ამიტომ, საქართველო მომგებიან მდგომარეობაშია. მოგვწონს თუ არა, გვინდა თუ არა, ჩრდილოეთ კავკასიაში იქნება სერიოზული ძვრები და ჩვენ მასზე ზემოქმედების რაიმე ბერკეტი უნდა გვქონდეს. აქ ტელევიზიის და ბერეზოვსკის არსებობა ერთის მხრივ ინტრიგაა, მაგრამ სამაგიეროდ, ჩვენ გვექნება საშუალება რუსეთს ველაპარაკოთ, არა მხოლოდ როგორც დაჩაგრულმა და წაგებულმა. მას შეგვიძლია ვუთხრათ – „ომს ვაგრძელებთ და თუ არ გინდა ჩემთან მშვიდობიანი თანაცხოვრება, მე ვარ შენი მტერი, როგორც შენ– ჩემი“.
ამ პრაგმატიზმის მიუხედავად, თავდგირიძე საფრთხეებსაც ხედავს, რადგან დარწმუნებული არა, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება სათანადოდ გამოიყენებს. –„მათი კომპატენციის არ მჯერა, იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, სურვილი ჰქონდეთ. გინდა ბერეზოვსკი ყოფილა, გინდა ბუში და ნებისმიერი გვარი, ვინც საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე რაიმეს გააკეთებს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ“.
ბერეზოვსკი და საქართველო - კავკასიაში
რამდენად უკავშირდება ახალი არხის შექმნა ბერეზოვსკის სახელს ამაზე გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება. მამუკა არეშიძე ამბობს, თუ ამ ტელევიზიის შექმნაში ბერეზოვსკი ჩაერთვება, ამას რუსეთის სპეცსამსახურები უფრო ადრე გაიგებენ, ვიდრე ჩვენ და ეს არხი ვერ იმუშავებს, დაიბლოკება.
ამაში ალოგიკური არაფერია, მაგრამ იმავე ლოგიკით, ჩვენ საქართველო–რუსეთის ომის შედეგებიც უნდა გაგვეთვალა. ასე რომ, არსებულ რეალობაში, როცა ლოგიკა მოქმედებებს შორდება, არ გამოგვადგება. ბოლო მოვლენები სულ უფრო გვარწმუნებს, რომ ხელისუფლებას ძალაუფლება არ ეთმობა. მორალი ასე იკითხება: „თუ მექნება ძალაუფლება, უკეთ შემიძლია საქართველოს ინტერესების დაცვა“. ძალაუფლება კი ძლიერი მოკავშირეების გარეშე არ მოდის. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ბერეზოვსკის თბილისში ვიზიტი ხელისუფლების ძალაუფლების შენაჩუნების მცდელობას დაუკავშირდა.
იქნება თუ არა ეს მცდელობა მხოლოდ ბერეზოვსკის ფულზე მიბმული რთული სათქმელია. ეროსი კიწმარიშვილი დარწმუნებულია, რომ ბერეზოვსკი „კავკასიურ არხს“ ფულს არ დაახარჯავს.
– „ხელისუფლებას ამ არხის დასაფინანსებლად ფული აშკარად სჭირდება, მაგრამ რაც გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, ბერეზოვსკი ერთ ცენტს არ დაახარჯავს ამ არხს. ბერეზოვსკი ხელისუფლებას შესაძლოა, ინტელექტუალური და ჩეჩნური კავშირებით დაეხმაროს, თანაც იმის გამო, რომ შესაძლოა, პატარკაციშვილის მემკვიდრეობასთან დაკავშირებით საერთო ინტერესი ნახეს“.
–„რაც შეეხება ფულს, მას ხელისუფლება მარტივად მონახავს. „ალანიაზე“ ფული საიდან იხარჯებოდა? ჯერ ერთი, ეს იქნება საერთო პროდუქტი და თანაც ძალიან იაფი. ტელევიზიების მიერ მომზადებულ ყველა მასალას აკრიფავენ, თანამგზავრის ხარჯებს რომელიღაც უწყებას დაკიდებენ და ა.შ“.
კიწმარიშვილის თქმით, მთავარი ისაა, რომ პროექტი ცალსახად მიმართულია რუსეთის ხელისუფლების გაღიზიანებაზე და რუსულ–ქართული ურთიერთობების ნორმალიზებას არ უკავშირდება. ის ადამიანები კი, ვინც ამ პროექტში არიან ჩართულები (ოლეგ პანფილოვი და ალა დუდაევა), ვერანაირად ვერ ითამაშებენ პოზიტიურ როლს.
როგორც ვხედავთ, ეჭვები არსებობს, რომ ხელისუფლება ამჯერად, რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომისთვის ემზადება, მაგრამ რას მოგვიტანს იგი რთული სათქმელია. ის საომარი რიტორიკაც, რაც ბოლო დროს ქვეყანაში ისმის, სულ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რომ სახელისუფლებო კულუარებში რაღაც მზადდება, რაზეც საზოგადოებას წარმოდგენა არ აქვს.
მამუკა არეშიძე იმასაც არ გამორიცხავს თავად ბერეზოვსკისგან წამოსულიყო შემოთავაზება რუსეთის წინააღმდეგ პროპაგანდული მანქანის ამუშავების შესახებ, მაგრამ იმასაც უშვებს, რომ –„ვიღაცამ თავის თავზე ზედმეტი ფუნქცია აიღო და მასთან მოლაპარაკება მოინდომა. თუმცა, ხელისუფლების მხრიდან, ამ წუთში, „კავკასიურ არხში“ ბერეზოვსკის ჩართვის სურვილი რომ არ არის, ეს შემიძლია დავადასტურო“.
ბერეზოვსკი დააფინანსებს თუ არა „კავკასიურ არხს“, ჩაერთვება თუ არა რაიმე ფორმით დიდ კავკასიურ ორომტრიალში და დაეხმარება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, ხელისუფლებაში „ცხელი თავები“ ჯერაც არ გაგრილებულა და სადამდე მიგვიყვანს ეს ყველაფერი არავინ იცის.
კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.comtag:blogger.com,1999:blog-8470379890733122289.post-77006561511340022012009-12-29T03:38:00.001-08:002009-12-29T07:29:12.906-08:00”კარდუს ორდენის” საინფორმაციო პორტალი"კარდუს ორდენმა" შექმნა ახალი ამბების ინტერნეტ პორტალი, რომელიც გააშუქებს საქართველოში მიმდინარე პოოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, რელიგიურ და სხვა მოვლენებს ეროვნული თვითმყოფადობის და თავისუფლების პრინციპების საფუძველზე.
საინფორმაციო ვებგვედრის მისამართია: http://kardu-order.blogspot.com/
"კარდუს ორდენის" მიმართავს ყველა წევრ და არაწევრ დაინტერესებულ ადამიანს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე kardueli@gmail.com გამოაგზავნოს ახალი ამბები, რომელთა ხილვაც სურს ვებგვერდზე. ამასთან, აუცილებელია, გამომგზავნლემა უნდა მიუთითოს ახალი ამბაბის წყარო. საინფორმაციო ვებგვერდის ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს მხოლოდ ინ ახალ ამბებს, რომელაც ჩათვლის მიზანშეწონილად და მართებულად.
წინასწარ დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის.კარდუhttp://www.blogger.com/profile/08430836377297220287noreply@blogger.com